სტომატიტი და ჰეილიტი პატარებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტომატიტი და ჰეილიტი პატარებში

სტომატიტი

- როგორ ვლინდება?

- პირის ღრუში - ენაზე, ღრძილებზე, ტუჩების ან ლოყების შიგნითა მხარეს - მოულოდნელად ჩნდება ოვალური ფორმის მცირე ზომის ერთი ან რამდენიმე თეთრი ლაქა.

მათ აფთებს ვუწოდებთ. აფთები შემაწუხებელია, განსაკუთრებით - კვებისა და ლაპარაკის დროს.

- რა აჩენს ამ ლაქებს?

- ლორწოვანი გარსის მიკროტრავმის ადგილას ხვდება ბაქტერიები, სოკოები და მალე ეს პატარა ჭრილობები აფთებად იქცევა. საბედნიეროდ, ყოველთვის როდი ხდება ასე - უმეტესად მაშინ, როცა დაქვეითებულია ზოგადი ან ადგილობრივი იმუნიტეტი.

მაგალითად, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. ბავშვის თხელი და ნაზი ლორწოვანი გარსები ადვილად ზიანდება, პატარებს კი უყვართ პირში თითების ჩაყოფა, სათამაშოებისა თუ სხვა ნივთების ჩადება. შედეგად პირის ღრუში ჩნდება მიკროტრავმები - ინფექციის კარიბჭე.

- როგორ მკურნალობენ?

- ბავშვს პირში უნდა გამოვავლოთ სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარი, რომელსაც სტომატოლოგი გამოგიწერთ. მკურნალობის სქემასაც ის შეგირჩევთ. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენება უფრო დაბალი კონცენტრაციის ხსნარები.

ჰეილიტი

- როგორ ვლინდება?

- თუ ბავშვს ტუჩებზე გაუჩნდა მორუხო-მოყვითალო ფუფხი, ტუჩები დაუსკდა და სისხლი სდის, ტუჩის კუთხეებშიც ნახეთქები აქვს - ეს ჰეილიტია.

- რა იწვევს მას?

- ტუჩების გამოშრობა, ენით ხშირად დასველება, არასათანადო ჰიგიენა და პირღია სუნთქვა.

- როგორ ვუმკურნალოთ?

- ბავშვი უნდა ვაჩვენოთ არა მხოლოდ სტომატოლოგს, ასევე ნევროლოგს, ალერგოლოგს, ენდოკრინოლოგსაც. რომელი ბავშვი არ ილოკავს ან თითით იწიწკნის ტუჩებს, მაგრამ ყველას როდი უჩნდება ეს პრობლემა.

სხვადასხვა პროფილის ექიმები გამოკითხავენ მშობლებს, მიიღებენ სათანადო ინფორმაციას, გასინჯავენ პატარას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მკურნალობას.

ზოგ ბავშვს ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, ამიტომ მზეზე ყოფნის შემდეგ ტუჩები უშრება, უსკდება, ქერქით ეფარება. ამის თავიდან ასაცილებლად სიცხეში შინიდან გასვლამდე ბავშვს ტუჩებსა და მთელ ტანზე სპეციალური ჰიგიენური დამცავი საშუალებები უნდა წავუსვათ.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- ბავშვის საკვები ამ პერიოდში, სასურველია, იყოს თხიერი ან თხელი, ვარიდოთ მლაშეს, მჟავეს, რათა პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებები არ გაუძლიერდეს. ყურადღება მივაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას.

სტომატიტის დროს კბილების გამოხეხვა ჩვეული რეჟიმით უნდა გაგრძელდეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი არ უნდა დაგვავიწყდეს ჯაგრისის გამოცვლა.