7 პროდუქტი, რომელიც ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად უნდა მიირთვათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 პროდუქტი, რომელიც ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად უნდა მიირთვათ

რომელი საკვები პროდუქტები უნდა მივიღოთ ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად?

გახსოვდეთ, რომ წყალი საუკეთესო თავდაცვაა ორგანიზმისთვის. ის პირის ღრუს ასუფთავებს, ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს, ღრძილებს ატენიანებს და ბაქტერიებს უვნებელყოფს. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ გაზიანი სასმელები, სასუსნავები, კანფეტები, ჩიფსები და ბანანიც კი პირის ღრუს სიჯანსაღეზე ნეგატიურად აისახება.

mkurnali.ge

სასარგებლო პროდუქტების სია კი ასე გამოიყურება:

• კივი

mkurnali.ge

ხილის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი ჯანმრთელი ღრძილებისთვისაა საჭირო.

კივიში დიდი რაოდენობით არის აღნიშნული ვიტამინი. C ვიტამინის გარეშე ღრძილებში შემავალი კოლაგენი იშლება, ისინი უფრო მგრძნობიარე ხდება და პაროდონტის გამომწვევი ბაქტერიების მიმართ ბრძოლისუნარიანობას კარგავენ.

• ყველი

mkurnali.ge

დიდი რაოდენობით ფოსფატი და კალციუმი პირის ღრუს მჟავიანობის განეიტრალებას უწყობს ხელს, ბაქტერიებს კლავს და მინანქარს ჯანმრთელობას უნარჩუნებს. კარიესისა და ღრძილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად რძე და ყველი მიირთვით.

• ნიახური

mkurnali.ge

ვაშლი, სტაფილო და ნიახური შესანიშნავი სამეულია მცენარეთა სამყაროდან - ისინი ჩვენი პირის ღრუს სიჯანსაღეს უწყობენ ხელს.

მათი ღეჭვისას პირის ღრუში ინტენსიურად გამოყოფა ნერწყვი, რომელიც კარიესის გამომწვევ სტრეპტოკოკურ ბაქტერიებს (Streptococcus mutans) ანადგურებს.

ამასთანავე, ნიახური ე.წ აბრაზიული საკვები პროდუქტია რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღრძილებს ამასაჟებს და კბილებს ასუფთავებს.

• ჩაი

mkurnali.ge

მწვანე და შავი ჩაიც პოლიფენოლებს შეიცავენ, რაც პირის ღრუში ბაქტერიების განადგურებას უწყობს ხელს.

მწვანე ჩაიში შემავალი კატექინები ნადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს.

ასევე, ჩაი პირის ღრუში უსიამოვნო სუნს ებრძვის.

• სეზამის მარცვლები

mkurnali.ge

სეზამის მარცვლები კალციუმს შეიცავს. ისინი კბილის მინანქარსა და დენტინს ამაგრებენ, კბილის ნადების განვითარებისაგან გვიცავენ.

• ხახვი

mkurnali.ge

ხახვი ძლიერ ანტიბაქტერიულ გოგირდის ნაერთებს შეიცავს, რაც პირის ღრუს ჯანმრთელობას განაპირობებს.

ცოცხლად (დაუმუშავებელი) ხახვის ჭამა ძალიან სასარგებლოა.

• ქიშმიში

mkurnali.ge

ბუნებრივად ტკბილი ქიშმიში ფიტოქიმიკატებს შეიცავს. კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ ბაქტერიებს მასში შემავალი ოლეანოლის მჟავა თრგუნავს.