რატომ ჩნდება კბილის ქვა და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს? - როგორ მოვუაროთ პირის ღრუს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩნდება კბილის ქვა და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს? - როგორ მოვუაროთ პირის ღრუს

– ქალბატონო მარინა, რას არის კბილის ქვა?

– კბილის ქვა არც ისეთი უწყინარი მოვლენაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, კბილის ზედაპირზე ასეთი წარმონაქმნები, გარდა იმისა, იდეალურ ღიმილს გვაკარგვინებენ, უფრო სერიოზულ პრობლემებსაც იწვევენ, ასეთია, მაგალითად, კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი.

კბილის ქვა არის კბილის ზედაპირზე წარმოქმნილი მინერალიზებული რბილი ნადები, რომელიც შედგება საკვების ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ჩამოფცქვნილი ეპითელიუმისა და ბიოაპკისაგან. ყველაზე დიდი რაოდენობით ქვა გროვდება ქვედა საჭრელი კბილების ყელის მიდამოში, ღრძილთან ახლოს, ასევე ჯაგრისისთვის ძნელად მისადგომ სხვა ადგილებში.

დროთა განმავლობაში კბილის ქვა იღებს მუქ შეფერილობას ნერწყვის შემადგენლობაში არსებული მარილების, ნიკოტინისა და საკვებში შემავალი საღებავების ზემოქმედების შედეგად.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კბილის ქვა გვხვდება მოზრდილი მოსახლეობის 70-80%-თან.

არსებობს ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვა. ღრძილზედა ქვა პაციენტის თვალისთვის ადვილი შესამჩნევია, ღრძილქვედა ქვის აღმოჩენა კი ექიმთან ვიზიტის დროსაა შესაძლებელი.

– რა მიზეზით ხდება ქვის ფორმირება?

– კბილის ქვის, ანუ მაგარი ნადების ფორმირების მთავარ მიზეზად არასრულფასოვანი ჰიგიენა მიიჩნევა, ასევე უხარისხო ჯაგრისისა და კბილის პასტის გამოყენება, მხოლოდ რბილი საკვების მიღება, არათანაბარი ღეჭვითი დატვირთვა (ცალ მხარეს ღეჭვა), თანკბილვის დარღვევები. აღსანიშნავია ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევა, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება, თამბაქოს მოხმარება, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, საკვებად დიდი რაოდენობით ნახშირწყლებისა და გაზიანი სასმელების მიღება.

– რა პრობლემის მომტანი შეიძლება იყოს კბილის ქვა?

– კბილის ქვა კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების, ე.წ. პაროდონტის ანთებას იწვევს. ვითარდება ღრძილების დაავადება პაროდონტიტი. ასეთ დროს კბილ-ღრძილოვანი შეერთება ირღვევა და პაროდონტული ჯიბე ყალიბდება, რასაც ძვლის რეზორბცია ახლავს თან, ანუ ხდება განლევა. კბილი ირყევა და საბოლოოდ იკარგება.

– როგორია კლინიკური ნიშნები?

– პაროდონტიტის პირველი კლინიკური ნიშნებია ჰიპერემია ანუ სიწითლე, შეშუპება, სისხლდენა ღრძილებიდან გამოხეხვის დროს, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილის ფესვის გაშიშვლება, მომატებული მგრძნობელობა.

– როგორ აღმოვფხვრათ?

– თუ რბილი ნადების მოშორება შესაძლებელია კბილის ჯაგრისისა და პასტის მეშვეობით და პაციენტს შეუძლია თავად გაუმკლავდეს ამ პრობლემას, მაგარი ნადების ანუ ქვის მოცილება მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. დღეს ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ულტრაბგერის გამოყენება, ე.წ. სქეილინგი, რომელმაც თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხელის ინსტრუმენტები.

პირველად მსგავსი აპარატები 1950 წელს შეიქმნა და კარიესის დასამუშავებლად გამოიყენებოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში სპეციალური თხელი თავები შეიქმნა ამ აპარატებისთვის და მათი გამოყენება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვების მოსაცილებლად დაიწყეს.

თავდაპირველად მაგარ ნადებს ულტრაბგერით აცილებენ, შემდეგ კი კბილის ზედაპირს აბრაზიული პასტით აპრიალებენ. ეს პროცედურა სასურველია 6 თვეში ერთხელ ტარდებოდეს.

– როგორია პროფილაქტიკა?

– ჩვენ ვიცით, რომ პრობლემის პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მასთან ბრძოლა, ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, რათა რბილი და მაგარი ნადების წარმოქმნა დროულად გამოვლინდეს.

კბილებისა და ღრძილების დაავადებების უმრავლესობა დაკავშირებულია არარეგულარულ, არასწორ ჰიგიენასთან. ამიტომ, კბილის ქვის წარმოქმნის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა პირის ღრუს სწორი და ეფექტური ჰიგიენაა. აუცილებელია მაგარი საკვების მიღება, დაბალანსებული, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი, შაქრის შემცველი და გაზიანი სასმელების უკუგდება. მწეველ პაციენტებს ხშირად განვუმარტავთ, რომ ნებისმიერი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური პროცედურის ეფექტურობა განახევრდება ნიკოტინის ზემოქმედებით.

მუქ შეფერილობას ნერწყვის შემადგენლობაში არსებული მარილების, ნიკოტინისა და საკვებში შემავალი საღებავების ზემოქმედების შედეგად.