რატომ „ტკაცუნობს“ ყბა და რა იწვევს მის ტკივილს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ „ტკაცუნობს“ ყბა და რა იწვევს მის ტკივილს?

მისი ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი, 8-დან 1 შემთხვევაში, არის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია.

შედეგად, სახსარი ზიანდება, ვითარდება ანთება, რაც მის ტკივილს განაპირობებს.

დაავადება, ძირითადად, ქალებში გვხვდება. ემართებათ 20-40 წლამდე ადამიანებს.

საფეთქელ -ქვედა ყბის სახსარი მთქნარების, ღეჭვის, ლაპარაკის პროცესში ღებულობს მონაწილეობას და მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ დატვირთვას განიცდის.

რა იწვევს მის დისფუნქციას?

ყბის დისფუნქცია და ტკივილი როგორც ძვლოვან, ასევე კუნთოვან ნაწილთან ასოცირდება.

• ყბის დაზიანება

• ართრიტი

• ანთება ყბის კუნთებში

• სტრესი, რაც ყბის კუნთების დაჭიმვას იწვევს

სიმპტომები

• ტკივილი ყბის ან სახის მიდამოში. შესაძლოა, ტკივილმა ყური, კისერი, მხარიც მოიცვას. ის ძლიერდება პირის ღრუს გახსნისას. როდესაც ლაპარაკობთ, ან ღეჭავთ

• პირის ფართოდ გაღება დისკომფორტს იწვევს

• ყბა „გეჭედებათ“ „გეჭიმებათ“

• ყბის ამოვარდნა, ასევე მოძრაობისას მისი ტკაცუნი

• სახის არეში დაღლილობის, დაძაბულობის შეგრძნება

• პრობლემები ღეჭვის დროს

• სახის შეშუპება კონკრეტულ მხარეს

შესაძლოა, ასევე გქონდეთ ტკივილები კბილის, თავისა და კისრის არეში, თავბუსხვევა, ყურის პრობლემები, მათ შორის ტინიტუსი, ასევე მხრის ზედა ნაწილის ტკივილი.

მსგავს სიმპტომებს მრავალი სხვა პრობლემაც იწვევს, როგორებიცაა კბილის, ღრძილებისა და სინუსური პრობლემები, ასევე ართრიტი.

ექიმი თავად შეაფასებს მდგომარეობას და დასვამს დიაგნოზს, რაშიც მას ყბის რენტეგენი დაეხმარება.

რჩევები

სახლის პირობებში სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მიიღოთ. მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც კუნთების ტკივილსა და შეშუპებას მოგიხსნით.

მიირთვით რბილი საკვები: კარტოფილის პიურე, იოგურტი, ხაჭო, წვნიანი. მაქსიმალურად წვრილად და პატარებად დაჭერით ხილი და ბოსნტეული.

მოერიდეთ ყბის მკვეთრ მოძრაობებს, მაგალითად, საღეჭი რეზინის ღეჭვას.

თბილი ან ცივი სათბურები, მონაცვლეობით, ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

ეცადეთ ისე დაიჭიროთ თავი, რომ კისრისა და სახის ტკივილი შეამციროთ.

ასევე, ტელეფონი მხარსა და ყურს შორის არ დაიკავოთ. არ დაეყრდნოთ ნიკაპს.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე ენა მოათავსეთ კბილებს შორის.

რაც შეიძლება მოშორებით უნდა გქონდეთ კბილები ერთმანეთთან, რომ ყბა არ დაგეძაბოთ

მკურნალობა ყველაზე ხშირად სახსარშიდა ინექციებით მიმდინარეობს.

არსებობს ასევე ლაზერული და რადიოტალღური თერაპია.

ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ ნერვის ელექტროსტიმულაციასაც, ეს თერაპია მცირე ელექტრულ დენებს იყენებს, რომელიც ადუნებს და ტკივილს ხსნის სახისა და ყბის არეში.