კბილის ქვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილის ქვა

რომელიც კბილებს მოყვითალო შეფერილობას აძლევს, ღრძილსა და კბილს შორის არსებულ საზღვარზე კი ყავისფერ არშიას ქმნის.

გარდა გარეგნული გამოვლინებისა, ეს ნადები კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. თუ ის ღრძილქვეშა მიდამოშია მოთავსებული, ღრძილების ანთებისა და სისხლდენის მიზეზი ხდება. ღრძილქვეშა ქვა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას კბილის შემომსაზღვრავ ქსოვილებში და იწვევს მის ანთებას - პაროდონტიტს.

კბილის ქვა ჩვენივე მიზეზით ჩნდება. პირის ღრუს არასწორი მოვლისას, საკვებში ბუნებრივი „კბილის ჯაგრისის“ არარსებობისას (მაგარი საკვები), მოწევის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის, მაგალითად, ანტიბიოტიკებისა და ციტოსტატიკების მიღებისას კბილებზე ჩნდება მოყვითალო-თეთრი ნადები. მასზე ილექება ნერწყვში არსებული სხვადასხვა მინერალური ნივთიერება (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და სხვა) და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში აღნიშნული ნადები გარდაიქმნება კბილის ქვად. განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი ხანდაზმულ და მძიმე სომატური დაავადებების მქონე პირებთან.

როგორ შეიძლება შევუშალოთ ხელი კბილის ქვის წარმოქმნას? რბილი ნადები ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით ირეცხება. ასევე საჭიროა გამოვიყენოთ კბილის ძაფი - ფლოსი. შეძლებისდაგვარად ვისარგებლოთ ფლოსით ყოველი ჭამის შემდეგ.

რაც შეეხება საღეჭ რეზინს, მისი როლი კბილის ქვის პროფილაქტიკის კუთხით საკმაოდ დიდია. ჭამის შემდეგ შესაძლებელია საღეჭი რეზინის დაღეჭვა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და კბილების ბჟენები.

კბილის ქვის წარმოქმნისას (რისი დადგენაც მხოლოდ ექიმ-სტომატოლოგს შეუძლია) სასურველია მკურნალობის ჩატარება. ქვას აშორებს სპეციალისტი სპეციალური ინსტრუმენტებითა და პროცედურებით.