პაროდონტოზი შეიძლება პირის ღრუს კიბოს მიზეზი გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაროდონტოზი შეიძლება პირის ღრუს კიბოს მიზეზი გახდეს

გარდა ამისა, ტესტებმა აჩვენა, რომ პათოგენებით გამოწვეული პირის ღრუს კიბოს განვითარებას აფერხებს ბაქტერიოცინი, ანტიმიკრობული და პრობიოტიკური პეპტიდი, რომელსაც წარმოქმნის ბაქტერიები.

თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა პირის ღრუს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 90%-ია. რისკის ფაქტორებს შორისაა: მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირება.

აღმოჩნდა, რომ პირის ღრუში მცხოვრებ პაროდონტიტის დაავადების გამომწვევ პათოგენებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ პირის ღრუს კიბოს განვითარებაში. დადგენილია, რომ არსებობს პაროდონტის დაავადებების გამომწვევი პათოგენის სამი ტიპი (Porphyromonas gingivalis, Treponema denticola და Fusobacterium nucleatum), რომლებიც აძლიერებენ კიბოს უჯრედების მიგრაციას, ინვაზიასა და სიმსივნის ფორმირებას.

გაირკვა ისიც, რომ პათოგენების აქტივობასთან დაკავშირებული უარყოფითი პროცესების დათრგუნვა შესაძლებელია ნიზინით. ეს არის ბაქტერიოცინი, რომელსაც ხშირად იყენებენ საკვების კონსერვანტად. აღნიშნულმა ნაერთმა შეძლო კიბოს განვითარების შეჩერება.