სიბრძნის კბილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიბრძნის კბილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

მას პირის ღრუს ყველაზე ღრმა უბანი უპყრია. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს. თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. მათი ამოჭრა (ამოსვლა) ხდება მეორე ძირითადი კბილების უკან 17-25 წლის ასაკში. სიბრძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით.

სიბრძნის კბილის ამოჭრა (ამოსვლა) და მასთან დაკავშირებული პრობლემები

სიბრძნის კბილების განვითარება და ამოჭრა რამდენადმე განსხვავდება სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისაგან და ხშირ შემთხვევაში პრობლემურიცაა. მაგალითად, ქვედა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას მოუმზადებს კბილბუდეს, არ ჰყავს „უკანა მეზობელი“, რომელიც ამოჭრისას დაიცავს მას გადახრა-ცდომილებისაგან. ამასთან, 17-25 წლის ასაკში ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის გარკვეული წინააღმდეგობა. ამიტომაც არის ასე პრობლემური და სხვადასხვა გართულებით დატვირთული სიბრძნის კბილების ამოჭრა.

დისტოპირებული სიბრძნის კბილი

(ბერძნულად „დის“ - მოშლა, „ტოპოს“ - ადგილი, დისტოპია არასწორ მდებარეობას, გადაადგილებას ნიშნავს).

დისტოპიას უხშირესად ქვედა სიბრძნის კბილები განიცდის. ზედა კბილები - შედარებით იშვიათად. კბილის ცდომა ან კბილთა მწკრივს იქით მდებარეობა ჩვეულებრივ ამოჭრის ვადებისა და თანმიმდევრობის დარღვევის შედეგია. სიბრძნის კბილის ცდომა შესაძლოა კარიბჭის ან საკუთრივ პირის ღრუს მხარეს, შუა ხაზიდან წინ ან უკან მოხდეს. შესაძლოა, ის მობრუნდეს სიგრძივი ღერძის მიმართ, განთავსდეს სხვა კბილებზე მაღლა ან დაბლა. სიბრძნის კბილის ცდომა ხშირად კბილთა მწკრივის მიმართ ერთდროულად ორი-სამი მიმართულებით ხდება. არასწორად ამოჭრილმა კბილმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვა კბილების მდებარეობის ცვლილება, რაც, თავის მხრივ, აისახება თანკბილვაზე. ასეთ დროს სხვადასხვა სახის ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევები ვითარდება. სიბრძნის კბილის ცდომა კარიბჭის ან საკუთრივ პირის ღრუს მხარეს იწვევს ტუჩის, ლოყის, ენის ლორწოვანი გარსის ტრავმას, დასაბამს აძლევს ეროზიებისა და წყლულების განვითარებას.

სტომატოლოგიაში დისტოპირებულს უწოდებენ ისეთ კბილს, რომელიც სრულად ვერ ამოიჭრა (ბოლომდე ვერ ამოვიდა) და ვერ დაიკავა კბილთა მწკრივში შესაბამისი ადგილი. ამოჭრილად ითვლება კბილი, რომელიც ასცდება ღრძილის დონეს და მიაღწევს საწინააღმდეგო ყბის კბილ-ანტაგონისტს.

სიბრძნის კბილის არასრულფასოვნად ამოჭრის მიზეზი შეიძლება იყოს ადგილის უკმარისობა (როდესაც კბილის ამოსვლისათვის არასაკმარისი ადგილია კბილთა მწკრივში), ასევე მისი არასწორი პოზიცია - დახრილობა.

ქვედა სიბრძნის კბილის ამოჭრა თვეობით, ზოგჯერ კი წლობით ფერხდება. ღეჭვის პროცესში კბილის მფარავი ლორწოვანი გარსის მუდმივად ტრავმირების გამო ღრძილის შესაბამისი უბანი ნაწიბურდება და უხეშდება. სიბრძნის კბილსაც სულ უფრო მეტად უჭირს წინააღმდეგობის გადალახვა და სახეშეცვლილი ღრძილის გაჭრა. სიბრძნის კბილის ამოჭრის გაძნელებას, როგორც წესი, თან ახლავს პერიკორონიტი - ამოჭრის პროცესში მყოფი კბილის გარშემომყოფი რბილი ქსოვილების ანთება. პერიკორონიტი ქვედა სიბრძნის კბილის ამოჭრის თანმხლები ყველაზე ხშირი გართულებაა.

პრობლემები, რომლებიც უკავშირდება

სიბრძნის კბილის არასწორ მდებარეობას:

  • სიბრძნის კბილის კარიესი;
  • სიბრძნის კბილის მიმდებარე კბილის კარიესი;
  • პერიოდონტის დაავადებები (პერიოდონტი არის კბილის რბილი ქსოვილი ალვეოლასა და ფესვს შორის. მისი ფუნქციაა კბილბუდეში კბილის დაფიქსირება. ის ასუსტებს ფესვის დატვირთვას ღეჭვის პროცესში);
  • სიბრძნის კბილის მიმდებარე კბილთა ცდომა;
  • მეზობელი კბილების დაზიანება.

სიბრძნის კბილის კარიესი

სიბრძნის კბილის კარიესი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მისი არასწორი მდებარეობისას. როგორც ცნობილია, კარიესი კბილის ზედაპირზე ნადების დაგროვება-დალექვის შემთხვევაში ვითარდება. კბილის ნადებში უხვადაა ბაქტერიები, რომლებიც თავიანთი ცხოველმყოფელობის პროცესში გამოიმუშავებენ ორგანულ მჟავებს. ორგანული მჟავები უარყოფითად მოქმედებს კბილის ქსოვილზე - წარმოქმნის დეფექტს (ღრუს კბილზე).

სიბრძნის კბილს ხშირად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ შეუძლებელია მისი სრულფასოვანი მოვლა, ნადებისაგან გულდასმით გახეხვა-გასუფთავება (მიუწვდომელია ჯაგრისისათვის). ასეთ შემთხვევაში ვითარდება კარიესი. პათოლოგიური პროცესი კბილის მიუწვდომელ უბნებს მოიცავს და შესაბამისად, მოუხერხებელია ხოლმე მისი დაბჟენაც (მიუდგომელია მანიპულირებისათვის). ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევაში, სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ სიბრძნის კბილის ექსტრაქციას (ამოღებას). თუ მაინც მოხერხდა მისი დაბჟენა, სრულფასოვანი გახეხვა-გაწმენდის შეუძლებლობის გამო მასზე ნადების დალექვისა და შესაბამისად, მეორეული კარიესის განვითარების ალბათობა ძალზე დიდია.

ეს საინტერესოა

სიბრძნის კბილებს ბევრი საინტერესო ნიშანი და ლეგენდა უკავშირდება. მათდამი სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად, ბოშებში მიღებულია სიბრძნის კბილის მიწაში ჩამარხვა სასაფლაოზე - მიაჩნიათ, რომ ნახევარი წლის შემდეგ ეს მათ სიმდიდრეს მოუტანს. ზოროასტრული შეხედულებებით, თუ ადამიანს არ ამოუვიდა სიბრძნის კბილი, ე.ი. ის მოკლებული იქნება წინაპართა მფარველობას. უძველესი შეხედულებებით, სიბრძნის კბილი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი აღწევს სიბრძნისა და სულიერი სიმწიფის ასაკს. ის, რომ სიბრძნის კბილი რამდენადმე დაკავშირებულია ადამიანის სულიერ სამყაროსთან, სამეცნიერო გამოკვლევებითაც დადგენილია. მაგალითად, გერმანელი ექიმი - დოქტორი ფოლი თავის შრომებში ამტკიცებს, რომ ყოველი კბილი დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ ორგანოსთან, და რომ თითოეული კბილის ტკივილი - ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი და განგაშის ზარია. სიბრძნის კბილს კი დოქტორი ფოლი ფსიქიკასთან აკავშირებს.