პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს

ფერადი საკვები, საზოგადოდ, აფერადებს კბილებს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე  საკვების მჟავიანობაც;  მჟავას დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები რამდენადმე არბილებს მინანქარს და კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ფერადი საკვების ზემოქმედებისადმი.

კბილების სითეთრესა და ბზინვარებას ვნებს:

ჩაი და ყავა – ეს ორივე სასმელი გარდა იმისა რომ მდიდარია საღებავი ნივთიერებებით – ტანინებით, უხვად შეიცავს მჟავებსაც.  საღებავი პიგმენტების განეიტრალებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ ლიმნის წვენის რამდენიმე წვეთის დამატებას, ჩაისა და ყავის დალევის შემდეგ კი პირის ღრუს თბილი წყლით გამოვლებას.

ღვინო - შეიცავს მცენარეულ პიგმენტებს, რომლებიც მაცერაციის პროცესში მას წითელ ფერს ანიჭებენ. რუხი ნადების განვითარება სწორედ ღვინის პიგმენტებს უკავშირდება. კბილები მუქდება როგორც ნაკლებფასიანი, ასევე ღვირადღირებული ღვინოებისგან.

ხილისა და კენკრის წვენები – განსაკუთრებით ბროწეულის, ყურძნის, პომიდვრის, რამდენადმე სახიფათოა კბილების სითეთრისათვის. რაც უნდა გაგიკვირდეთ, ახალი ხილი და კენკრა ამ თვალსაზრისით  ნაკლებ საშიშია, საქმე იმაშია, რომ ხილისა თუ კენკრის ნაყოფის ღეჭვისას ნერწყვი ინტენსიურად ერევა პიგმენტებს, ეს უკანასკნელი  ინტენსიურად ვეღარ ასწრებს კბილის მინანქრის ფორებში ჩალაგებას.

ჭარხალი - მეტად სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა, ქრომოგენების უხვად შემცველობის გამო შეღებვის ეფექტითაც გამოირჩევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჭარხლის ჭამაზე უარი უნდა განაცხადოთ, უბრალოდ, მისი მიღების შემდეგ სასურველია პირი გამოივლოთ და კიდევ კბილების გათეთრებისა და ბჟენების ჩასმის დღეს  ჭარხალი არ მიირთვათ.