პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს

პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას  უკარგავს
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები.
ფერადი საკვები, საზოგადოდ, აფერადებს კბილებს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე  საკვების მჟავიანობაც;  მჟავას დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები რამდენადმე არბილებს მინანქარს და კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ფერადი საკვების ზემოქმედებისადმი.

კბილების სითეთრესა და ბზინვარებას ვნებს:

ჩაი და ყავა – ეს ორივე სასმელი გარდა იმისა რომ მდიდარია საღებავი ნივთიერებებით – ტანინებით, უხვად შეიცავს მჟავებსაც.  საღებავი პიგმენტების განეიტრალებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ ლიმნის წვენის რამდენიმე წვეთის დამატებას, ჩაისა და ყავის დალევის შემდეგ კი პირის ღრუს თბილი
წყლით გამოვლებას.

ღვინო - შეიცავს მცენარეულ პიგმენტებს, რომლებიც მაცერაციის პროცესში მას წითელ ფერს ანიჭებენ. რუხი ნადების განვითარება სწორედ ღვინის პიგმენტებს უკავშირდება. კბილები მუქდება როგორც ნაკლებფასიანი, ასევე ღვირადღირებული ღვინოებისგან.

ხილისა და კენკრის წვენები – განსაკუთრებით ბროწეულის, ყურძნის, პომიდვრის, რამდენადმე სახიფათოა კბილების სითეთრისათვის. რაც უნდა გაგიკვირდეთ, ახალი
ხილი და კენკრა ამ თვალსაზრისით  ნაკლებ საშიშია, საქმე იმაშია, რომ ხილისა თუ კენკრის ნაყოფის ღეჭვისას ნერწყვი ინტენსიურად ერევა პიგმენტებს, ეს უკანასკნელი  ინტენსიურად ვეღარ ასწრებს კბილის მინანქრის ფორებში ჩალაგებას.

ჭარხალი - მეტად სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა, ქრომოგენების უხვად შემცველობის გამო შეღებვის ეფექტითაც გამოირჩევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჭარხლის ჭამაზე უარი უნდა განაცხადოთ, უბრალოდ, მისი მიღების შემდეგ სასურველია პირი გამოივლოთ და კიდევ კბილების გათეთრებისა და ბჟენების ჩასმის დღეს  ჭარხალი არ მიირთვათ.





გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ზამთარში რაციონში მცირდება ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მოცულობა.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად