რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს

რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროოგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც რეალურად არსებობს პირის ღრუში, მაგრამ ე.წ. "კარგ" ბაქტერიებს ჯაბნის მაშინ, როდესაც არ ვიცავთ სათანადოდ პირის ღრუს ჰიგიენას, ნაკლებ ყურადღებასა და დროს ვუთმობთ კბილების წმენდას, ვიკვებებით ძირითადად ე.წ. სწრაფი ნახშირწყლების შემცველი რბილი საკვებით. შედეგად ირღვევა ნერწყვის pH. ნერწყვი ვეღარ ასრულებს კბილების წმენდის ფუნქციას, ხელს უწყობს ნადებისა და ქვების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ღრძილების ანთებისა (გინგივიტის)
და კარიესის მაპროვოცირებელი ხდება.

მეორე მიზეზი, რის გამოც ღრძილები ანთებადი და მტკივნეული ხდება - ტრავმებია. ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს უხეში ჯაგრისით კბილების წმენდამ, პროთეზის მიერ ლორწოვანის მაცერაციამ (სრესვა-ხახუნმა), კბილის საწმენდი ძაფის (ფლოსის) არასწორად გამოყენებამ, ცუდად ჩასმულმა ან დაზიანებულმა ბჟენმა და სხვა.

გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, აგრესიული პრეპარატებით მკურნალობა, იმუნური სისტემის დასუსტება
ხანგრძლივად ავადმყოფობის ფონზე (შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგიები). ასეთ დროს ირღვევა ღრძილის ქსოვილთა კვება, სუსტდება ბარიერული (დამცველობითი) ფუნქცია და ღძილების ჯანმრთელობა ირყევა.

ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აწუხებთ მწეველებს, ორსულებსა და მოზარდებს. მწეველთა შემთხვევაში საყურადღებოა თამბაქოს კვამლში შემავალი მავნე ტოქსინების გავლენა, ორსულებისა და მოზარდების შემთხვევაში კი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები და მათთან დაკავშირებული ცვლილებები.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბის ტკივილი უბრალო კბილის ტკივილის გარდა, გულის შეტევის მანიშნებელიც კი შეიძლება იყოს.
მოზრდილ ადამიანს პირის ღრუში 32 კბილი აქვს. მათგან 4 სიბრძნის კბილია. სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ კბილების მიმდებარე ქსოვილებში აღმოჩენილი პათოგენები ხელს უწყობენ პირის ღრუს ძალიან აგრესიული ტიპის კიბოს განვითარებას.
სტომატოლოგ-პაროდონტოლოგები ყველაზე ხშირად აწყდებიან კბილებზე ყავისფერ ნადებს - ეს კბილის ქვაა,
ვაშინგტონის უნივერსიტეტში С ვიტამინის ნაკლებობას უკავშირებენ ღრძილებიდან სისხლდენას.
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად