ზამთარი მიიწურა - ახლა კბილების მიხედვის დროა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთარი მიიწურა - ახლა კბილების მიხედვის დროა!

ამის შედეგი შეიძლება იყოს კბილის მინანქრის გათხელება, მგრძნობელობის მომატება და კარიესის რისკის გაზრდა. გაციებაც უარყოფითად მოქმედებს კბილების მდგომარეობაზე.

ცხვირ-ხახაში ან ჰაიმორის წიაღში შეჭრილი ბაქტერიები და ვირუსები, სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან პირის ღრუში, სადაც ისინი უტევენ ღრძილის ქსოვილს, რაც მის ანთებას იწვევს. როდესაც ღრძილები დაავადებითაა დასუსტებული, კბილების დაავადებების განვითარების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება, თუ პირის ღრუში დუნედ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. გაციებას შესაძლებელია კბილის ტკივილის შეტევაც დაერთოს თან.

მარტივი წესებით შესაძლებელია ამის თავიდან აცილება. პირველ რიგში ნუ შეეცდებით დაავადების ფეხზე გადატანას, დროულად იმკურნალეთ, განსაკუთრებით თუ საუბარი ეხება ჰაიმორიტს, სინუსიტს, გრიპს. ისარგებლეთ მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი რემინერალიზირებული პასტით. იდეალური იქნება თუ კბილის პასტაში იქნება D3 ვიტამინი. კბილების ყოველი გამოხეხვის შემდეგ გაიკეთეთ ღრძილების მასაჟი პაროდონტის გასაძლიერებლად და ღრძილების სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

შეზღუდეთ ტკბილი, რაციონში შეიტანეთ მეტი თევზი, ხაჭო, სტაფილო, კოჭა, მწვანილი, ნიორი, ვაშლი, ნიახური, ნიგოზი, გოგრის თესლი. ეს პროდუქტები მდიდარია D, A, E ვიტამინებით, რომლებიც უჯრედების განახლებასა და გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი. მჟავესშემცველი სასმელები (ლიმონის წვენი, გაციების საწინააღმდეგო ჩაი) არბილებენ მინანქარს, ამიტომ მათი მიღების შემდეგ, მჟავას ნარჩენების ჩამოსარეცხად გამოივლეთ პირის ღრუში თბილი წყალი. მნიშვნელოვანია, რომ გაციების შემდეგ, გამოცვალოთ კბილის ჯაგრისი, რადგანაც ძველზე შეიძლება დარჩეს საშიში ბაქტერიები. მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს (ისუნთქეთ ცხვირით, არ შეჭამოთ და დალიოთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი). ამგვარი დატვირთვა პროვოცირებს მიკრობზარების გაჩენას.