როგორ და რატომ ვითარდება სანერწყვე ჯირკვალში ქვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რატომ ვითარდება სანერწყვე ჯირკვალში ქვა

მათ მიეკუთვნება: ორგანიზმში კალციუმის ცვლის დარღვევა და А ვიტამინის დეფიციტი, სანერწყვე ჯირკვლის ქვის განვითარებისადმი მიდრეკილები შეიძლება აღმოჩნდნენ შარდკენჭოვანი დაავადებით, პოდაგრით, ჰიპერპარათირეოზით, ჰიპერვიტამინოზით, შაქრიანი დიაბეტით დასნებოვნებულები, აღნიშნული პათოლოგიური წარმონაქმნის განვითარების ალბათობა იზრდება მწეველებისთვის გარკვეული სამკურნალო საშუალებების მიღებისას, როგორებიცაა: ანტიჰისტამინური, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, ფსიქოტროპული.

სანერწყვე ჯირკვლის ქვის ფორმირების ლოკალურ გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება – სანერწყვე ჯირკვლების სადინარების ანომალია და მათი სეკრეტორული ფუნქციის ცვლილება. ქვის წარმოქმნას ყოველთვის თან ახლავს სანერწყვე ჯირკვლის ანთებითი დაზიანება. ამ პათოლოგიის განვითარებაში, სავარაუდოდ, რიგი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები მონაწილეობს, რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ცვლილებას, ანელებენ ნერწყვის უკუდენის სიჩქარეს და ნერწყვის მჟავიანობას ცვლიან ტუტე მხარეს.

სიმპტომები

სანერწყვე ჯირკვლის პარენქიმაში ქვის არსებობისას დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღმოჩნდება ხომე შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევის დროს.

აღნიშნული დაავადების ნიშნები მაშინ იჩენს თავს, როდესაც სანერწყვე ჯირკვლის ქვა საკმაოდ დიდ ზომებს აღწევს და კეტავს გამომტანი არხის სანათურს. კლინიკურად აღინიშნება საკვების მიღების დროს სანერწყვე ჯირკვლის შესივება და ჩხვლეტის შეგრძნება, პირში უსიამოვნო გემო. აღნიშნული პათოლოგიის ტიპური ნიშანია ე.წ. სანერწყვე ჭვალი, რომელიც ნერწყვის რეტენციითა და ჯირკვლის სადინარის სანათურის მკვეთრი გადიდებით გამოწვეული მწვავე ტკივილის შეტევაა.

ქვით სანათურის ბლოკირების შემთხვევაში პაციენტს უვითარდება ტკივილი ყლაპვისას. ტკივილი ირადიაციას განიცდის ყურსა და საფეთქლის მიდამოში. შეიძლება აღინიშნებოდეს სუბფებრილური ტემპერატურა, თავის ტკივილი. გართულებული მიმდინარეობისას დაზიანებული სანერწყვე ჯირკვლის და მისი სადინარების მიდამოში შეიძლება განვითარდეს აბსცესი ან ფლეგმონა. მძიმე შემთხვევაში ზიანდება ჯირკვალი და კონკრემენტი რბილ ქსოვილებში გამოდის.

სანერწყვე ჯირკვლის ქვის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება. გართულებულ შემთხვევაში შესაძლებელია კომპიუტერული სიალოტომოგრაფიის გაკეთებაც.

მკურნალობა

იშვიათად შეიძლება სანერწყვე ჯირკვლის ქვის სპონტანური გამოსვლა, ზოგჯერ კონსერვატიულ თერაპიას მიმართავენ, რაც ეფუძნება ნერწყვმდენ დიეტას, ჯირკვლის მასაჟს, სითბურ პროცედურებს, სანერწყვე ჯირკვლის სადინარების ბუჟირებას. მწვავე სიალადენიტისას გამოიყენება ანტიბიოტიკები.

ქირურგიული ტაქტიკა გულისხმობს ქვის მოშორებას სანერწყვე ჯირკვლის სადინარიდან ინტერვენციული სიალენდოსკოპიის, ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსიის ან ინტრადუქტალური ბლითოლიზის საშუალებით.

ჯირკვლის აბსცედირებისას იხსნება აბსცესი. სანერწყვე ჯირკვლის მუდმივად მორეციდივე, შექცევადი ცვლილებისას ტარდება სანერწყვე ჯირკვლის ექსტირპაცია.

პროფილაქტიკა

აღნიშნული პათოლოგიის პროფილაქტიკა შესაძლებელია პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვით, ასევე იმ დაავადებათა დროული მკურნალობით, რომელთაც სანერწყვე ჯირკვლისა და მის სადინრებში ქვის წარმოქმნის განვითარება შეუძლია.