რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს

რეალურად არსებობს პირის ღრუში, მაგრამ ე.წ. "კარგ" ბაქტერიებს ჯაბნის მაშინ, როდესაც არ ვიცავთ სათანადოდ პირის ღრუს ჰიგიენას, ნაკლებ ყურადღებასა და დროს ვუთმობთ კბილების წმენდას, ვიკვებებით ძირითადად ე.წ. სწრაფი ნახშირწყლების შემცველი რბილი საკვებით.

შედეგად ირღვევა ნერწყვის pH. ნერწყვი ვეღარ ასრულებს კბილების წმენდის ფუნქციას, ხელს უწყობს ნადებისა და ქვების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და კარიესის მაპროვოცირებელი ხდება.

მეორე მიზეზი, რის გამოც ღრძილები ანთებადი და მტკივნეული ხდება - ტრავმებია. ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს უხეში ჯაგრისით კბილების წმენდამ, პროთეზის მიერ ლორწოვანის მაცერაციამ (სრესვა-ხახუნმა), კბილის საწმენდი ძაფის (ფლოსის) არასწორად გამოყენებამ, ცუდად ჩასმულმა ან დაზიანებულმა ბჟენმა და სხვ.

გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, აგრესიული პრეპარატებით მკურნალობა, იმუნური სისტემის დასუსტება ხანგრძლივად ავადმყოფობის ფონზე (შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგიები). ასეთ დროს ირღვევა ღრძილის ქსოვილთა კვება, სუსტდება ბარიერული (დამცველობითი) ფუნქცია და ღძილების ჯანმრთელობა ირყევა.

ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აწუხებთ მწეველებს, ორსულებსა და მოზარდებს. მწეველთა შემთხვევაში საყურადღებოა თამბაქოს კვამლში შემავალი მავნე ტოქსინების გავლენა, ორსულებისა და მოზარდების შემთხვევაში კი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები და მათთან დაკავშირებული ცვლილებები.

თინათინ გოცაძე