რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს

რა იწვევს ღრძილების ანთებასა და ტკივილს
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც რეალურად არსებობს პირის ღრუში, მაგრამ ე.წ. "კარგ" ბაქტერიებს ჯაბნის მაშინ, როდესაც არ ვიცავთ სათანადოდ პირის ღრუს ჰიგიენას, ნაკლებ ყურადღებასა და დროს ვუთმობთ კბილების წმენდას, ვიკვებებით ძირითადად ე.წ. სწრაფი ნახშირწყლების შემცველი რბილი საკვებით.

შედეგად ირღვევა ნერწყვის pH. ნერწყვი ვეღარ ასრულებს კბილების წმენდის ფუნქციას, ხელს უწყობს ნადებისა და ქვების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და კარიესის მაპროვოცირებელი ხდება.
მეორე მიზეზი, რის გამოც ღრძილები ანთებადი
და მტკივნეული ხდება - ტრავმებია. ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს უხეში ჯაგრისით კბილების წმენდამ, პროთეზის მიერ ლორწოვანის მაცერაციამ (სრესვა-ხახუნმა), კბილის საწმენდი ძაფის (ფლოსის) არასწორად გამოყენებამ, ცუდად ჩასმულმა ან დაზიანებულმა ბჟენმა და სხვ.

გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, აგრესიული პრეპარატებით მკურნალობა, იმუნური სისტემის დასუსტება
ხანგრძლივად ავადმყოფობის ფონზე (შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგიები). ასეთ დროს ირღვევა ღრძილის ქსოვილთა კვება, სუსტდება ბარიერული (დამცველობითი) ფუნქცია და ღძილების ჯანმრთელობა ირყევა.

ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აწუხებთ მწეველებს, ორსულებსა და მოზარდებს. მწეველთა შემთხვევაში საყურადღებოა თამბაქოს კვამლში შემავალი მავნე ტოქსინების გავლენა, ორსულებისა და მოზარდების შემთხვევაში კი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები და მათთან დაკავშირებული ცვლილებები.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ზამთარში რაციონში მცირდება ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მოცულობა.
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად