სტომატოლოგია

რა კავშირია სიმსუქნესა და კარიესს შორის

რა კავშირია სიმსუქნესა და კარიესს შორის
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი ადამიანების რაციონში აჩქარებს კბილებში ახალი ღრუების წარმოქმნას.

ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტები გვახსენებენ, რომ კბილის ზედაპირზე კარიესი ვითარდება Streptococcus mutans და სხვა პათოგენების აქტივობის შედეგად. ისინი დიდი რაოდენობით მჟავას გამოყოფენ. მჟავა არღვევს მინანქრის მთლიანობას და კარს უხსნის ბაქტერიებს ღრმად კბილის სტრუქტურებში. აღნიშნულ პათოგენებს ძალიან უყვართ შაქარი და ის სხვა პროდუქტები, რომლებიც ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაციონში უხვადაა.

თუმცა უკანასკნელი თეორიების თანახმად, კარიესის გამომწვევი შეიძლება იყოს ნივთიერებათა
ცვლის დარღვევის დამახასიათებელი ცვლილებები. აშშ-ში ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ ჭარბწონიან ადამიანებს გაცილებით უფრო მეტად აღენიშნებოდათ კარიესი, მაშინაც კი, როდესაც მეცნიერები ყველა გვერდით მოვლენას, დიეტის თავისებურებების ჩათვლით, აშორებდნენ. მეცნიერები ასევე დაინტერესდნენ რაციონში მჟავე გაზიანი სასმელით. ამგვარი სასმელი, ჩაის, ყავისა და რძის პროდუქტებისაგან განსხვავებით (ეს სასმელები იცავენ
კბილებს), აჩქარებს კბილების დაზიანებას.

ლალი ჩხიკვაძე