კარიესის გარდა კბილის ტკივილის 5 შესაძლო მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარიესის გარდა კბილის ტკივილის 5 შესაძლო მიზეზი

საჭიროა ბჟენის ჩასმა. თუმცა ზოგჯერ ტკივილი შეიძლება სხვა მიზეზითაც წარმოიქმნას.

1. ბზარები

ღეჭვისას რეგულარული ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს კბილზე არსებული ბზარებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარჩევა შეუიარაღებელი თვალით ძნელია, ისინი საკმაოდ საგრძნობ დისკომფორტს ანიჭებენ ადამიანს. თუმცა თუ ეს ტკივილი აღმოცენდება მხოლოდ ჭამის დროს, შეიძლება საქმე სწორედ კბილის ბზარებში იყოს.

კბილზე ბზარები ჩნდება უხეში საგნების (კაკალი, კალმისტრის თავი) ღრღნის მავნე ჩვევის შედეგად.

2. მგრძნობელობა

ნაყინის მირთმევის ან ცხელი სასმელის დალევის დროს დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს კბილების მომატებული მგრძნობელობა. ჩვეულებრივ ის აღმოცენდება, როდესაც კბილის ფესვი ექვემდებარება უმნიშვნელო კარიესის ზემოქმედებას, ბჟენის ამოვარდის ან ღრძილების დაზიანებისას.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია და კბილების გაწმენდა შესაბამისი კბილის პასტით და რბილი ჯაგრისით.

3. პირის ღრუს ინფექციები.

ზოგჯერ კბილის ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს პირის ღრუს ინფექციებით, რომელიც აღმოცენდება, როდესაც კბილში წარმოქმნილი ხვრელი აღწევს ნერვამდე. ასეთი ინფექციის ნიშნები შეიძლება იყოს შეშუპება და უსიამოვნო გამონადენი. აუცილებელია სტომატოლოგის დროული კონსულტაცია.

4. ცხვირ-ხახის ინფექციები.

კბილების რეგულარული წმენდის პირობებში, კარიესის და მომატებული მგრძნობელობის არარსებობისას, კბილმა შეიძლება უეცრად ტკივილით შეგვახსენოს თავი.

ამ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს სურდოსთან. ცხვირის ღრუს ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი, განსაკუთრებით პირის უკანა ნაწილში.

საქმე ისაა, რომ კბილის ნერვები ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ცხვირის ღრუსთან.

5. აუტოიმუნური დარღვევები

იშვიათად, მაგრამ ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუს სიჯანსაღეზე. მაგალითად ბრტყელი ლიქენი, ბულოზური პემფიგოიდი. ეს დაავადებები შეიძლება გახდეს კანზე, ლორწოვან გარსზე გამონაყარის და კბილის ტკივილის მიზეზი.

ნუ დაელოდებით, რომ კბილის ტკივილი თავისით გაივლის. დროულად მიმართეთ სტომატოლოგს, რათა მოხდეს კვალიფიციური ჩარევა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

ლალი ჩხიკვაძე