კარიესის გარდა კბილის ტკივილის 5 შესაძლო მიზეზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კარიესის გარდა კბილის ტკივილის 5 შესაძლო მიზეზი

კარიესის გარდა კბილის ტკივილის 5 შესაძლო მიზეზი
ადამიანს კბილი შეიძლება ატკივდეს ტკბილეულის ჭამის, ცივი ან ცხელი საკვების მიღების დროს. ამგვარი ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა ბჟენის ჩასმა. თუმცა ზოგჯერ ტკივილი შეიძლება სხვა მიზეზითაც წარმოიქმნას.

1. ბზარები

ღეჭვისას რეგულარული ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს კბილზე არსებული ბზარებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარჩევა შეუიარაღებელი თვალით ძნელია, ისინი საკმაოდ საგრძნობ დისკომფორტს ანიჭებენ ადამიანს. თუმცა თუ ეს ტკივილი აღმოცენდება მხოლოდ ჭამის დროს, შეიძლება საქმე სწორედ კბილის ბზარებში იყოს.

კბილზე ბზარები ჩნდება უხეში საგნების (კაკალი, კალმისტრის თავი) ღრღნის მავნე ჩვევის შედეგად.


2. მგრძნობელობა

ნაყინის
მირთმევის ან ცხელი სასმელის დალევის დროს დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს კბილების მომატებული მგრძნობელობა. ჩვეულებრივ ის აღმოცენდება, როდესაც კბილის ფესვი ექვემდებარება უმნიშვნელო კარიესის ზემოქმედებას, ბჟენის ამოვარდის ან ღრძილების დაზიანებისას.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია და კბილების გაწმენდა შესაბამისი კბილის პასტით და რბილი ჯაგრისით.

3. პირის ღრუს
ინფექციები.

ზოგჯერ კბილის ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს პირის ღრუს ინფექციებით, რომელიც აღმოცენდება, როდესაც კბილში წარმოქმნილი ხვრელი აღწევს ნერვამდე. ასეთი ინფექციის ნიშნები შეიძლება იყოს შეშუპება და უსიამოვნო გამონადენი. აუცილებელია სტომატოლოგის დროული კონსულტაცია.

4. ცხვირ-ხახის ინფექციები.

კბილების რეგულარული წმენდის პირობებში, კარიესის და მომატებული მგრძნობელობის არარსებობისას, კბილმა შეიძლება უეცრად ტკივილით შეგვახსენოს თავი.

ამ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს სურდოსთან. ცხვირის ღრუს ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი, განსაკუთრებით პირის უკანა ნაწილში.

საქმე ისაა, რომ კბილის ნერვები ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ცხვირის ღრუსთან.

5. აუტოიმუნური დარღვევები

იშვიათად, მაგრამ ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუს სიჯანსაღეზე. მაგალითად ბრტყელი ლიქენი, ბულოზური პემფიგოიდი. ეს დაავადებები შეიძლება გახდეს კანზე, ლორწოვან გარსზე გამონაყარის და კბილის ტკივილის მიზეზი.

ნუ დაელოდებით, რომ კბილის ტკივილი თავისით გაივლის. დროულად მიმართეთ სტომატოლოგს, რათა მოხდეს კვალიფიციური ჩარევა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
თეთრი კბილების საიდუმლო შავი კბილის პასტაა -ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
გავრცელებული მოსაზრებით ყვითელი კბილები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. კბილის მინანქრის ამგვარი შეფერილობა
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად