ორსულების მიერ D ვიტამინის მიღება შემდგომში ბავშვებს კბილების პრობლემებისაგან იცავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ორსულების მიერ D ვიტამინის მიღება შემდგომში ბავშვებს კბილების პრობლემებისაგან იცავს

ორსულების მიერ D ვიტამინის მიღება შემდგომში ბავშვებს კბილების პრობლემებისაგან იცავს
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს D ვიტამინის დიდი დოზით მიღება მომავალში ბავშვებთან მნიშვნელოვნად ამცირებს კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კლინიკური კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააერთიანეს 623 ორსული, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ორსულობის 24-ე კვირიდან მოყოლებული ერთი ჯგუფის ორსულები დღეში იღებდნენ ორ აბს. ერთი აბი შეიცავდა D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეულს, მეორე აბი კი - 2400 საერთაშორისო ერთეულს. მეორე ჯგუფში გაერთიანებული ორსულები კი იღებნენ D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეულს ერთ მიღებაზე და იდენტური სახის პლაცებო აბს მეორე
მიღებაზე (საერთაშორისო ერთეული წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების დოზის საზომ ერთეულს ფარმაკოლოგიაში. D ვიტამინისთვის 1 საერთაშორისო ერთეული ეკვივალენტურია 0,025 ერგოკალციფეროლის).

6 წლის შემდეგ სტომატოლოგებმა გამოიკვლიეს ორივე ჯგუფის ქალთა ბავშვები. ამასთან, მათ არ იცოდნენ რომელი ქალი რა აბს იღებდა ორსულობისას. როგორც გაირკვა, იმ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობისას
დიდი დოზით იღებდნენ D ვიტამინს, 47%-ით იშვიათად აღენიშნებოდათ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები (მინიმალური დეფექტები ჰქონდათ როგორც სარძევე, ასევე მუდმივი კბილების მინანქარზე).

დიდი ხანია ცნობილია, რომ D ვიტამინი მნიშვენლოვან როლს თამაშობს კბილის მინანქრის ჩამოყალიბებაში, თუმცა, სადღეისოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია კონკრეტულად რა იწვევს კარიესის განვითარებას და რა არის მისი უნივერსალური საპროფილაქტიკო საშუალება.

A ახალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ D ვიტამინი, რომელსაც არ აქვს პრაქტიკულად უარყოფითი ეფექტები, შესაძლოა ბავშვებთან კარიესის საპროფილაქტიკოდ იყოს გამოყენებული.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
თეთრი კბილების საიდუმლო შავი კბილის პასტაა -ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
გავრცელებული მოსაზრებით ყვითელი კბილები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. კბილის მინანქრის ამგვარი შეფერილობა
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
თქვე­ნი დღე ჭიქა ბედ­ნი­ე­რე­ბით იწყე­ბა? თუ კი, მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ხართ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად