სამყარო პირის ღრუს დაავადებების ეპიდემიამ მოიცვა
(დაახლოებით 3,5 მილიარდი ადამიანი). ტუჩისა და პირის ღრუს კიბო შედის მსოფლიოში 15 ყველაზე გავრცელებულ კიბოს სახეობათა ნუსხაში.
მიუხედავად ამისა მასობრივად ბევრი მაინც არ ზრუნავს პირის ღრუს სიჯანსაღეზე. საჭიროა პრობლემის რადიკალური გადახედვა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა არა დაავადების პროფილაქტიკას, არამედ მის მკურნალობას. ზოგადად, აქცენტი კეთდება მაღალ ტექნოლოგიებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კბილის არანამკურნალევი დაავადებები ხშირად დიაგნოსტირდება დაბალი შემოსავლისა და განათლების ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან ვერ აცნობიერებენ პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების პრობლემას.
გარდა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხისა, ექსპერტები ასევე აღნიშნავენ შაქრისშემცველი პროდუქტებისა და სასმელების მავნეობას. ეს პროდუქცია კი როგორც ცნობილია, ძალიან პოპულარულია. პრობლემა ასევე მდგომარეობს კბილის პასტების, სავლებების, საღეჭი რეზინების აქტიურ რეკლამირებაში. ნაცვლად ამისა საჭიროა კბილების დაშლის რეალურ მიზეზებზე მოსახლეობის ინფორმირება.
ლალი ჩხიკვაძე