ცხოველის ბეწვით გაკეთებული კბილის ჯაგრისი და საპნის შემცველი კბილის პასტა - ორი პროდუქცის საინტერესო ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოველის ბეწვით გაკეთებული კბილის ჯაგრისი და საპნის შემცველი კბილის პასტა - ორი პროდუქცის საინტერესო ისტორია

ბაბილონელებმა და ეგვიპტელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600-იან წლებში კი ჩინელებმა შექმნეს საღეჭი ჯოხები, რომლებიც არომატული ხეების ყლორტებით კეთდებოდა და ჯანსაღ სუნთქვას უზრუნველყოფდა.

ასევე, ჩინელებმა მე-15 საუკუნეში შექმნეს კბილის ჯაგრისი იმ ფორმით, როგორც ახლა გვაქვს და ის ღორის ჯაგარისგან მზადდებოდა. მოგვიანებით ჯაგრისი ევროპაშიც გავრცელდა, თუმცა ევროპელები უფრო ნაზ ჯაგრისს ამჯობინებდნენ და მას ცხენის ფაფარით აკეთებდნენ.

ნამდვილი თანამედროვე ჯაგრისი ნეილონის ძაფებით 1950-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად იხვეწება.

რაც შეეხება კბილის პასტას, მიჩნეულია რომ მას ძველი ეგვიპტელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000-იან წლებში, ჯერ კიდევ კბილის ჯაგრისი გამოგონებამდე, უკვე იყენებდნენ. უძველესი კბილის პასტებიც ისეთივე დანიშნულების იყო, როგორიც ახლაა. ის წმენდდა კბილებსა და ღრძილებს, ათეთრებდა კბილებს და სუნთქვას ჯანსაღს ხდიდა. თუმცა უძველესი კბილის პასტების შემადგენლობა სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო. ინგრედიენტებად გვხვდებოდა ხარის ჩლიქი, დამწვარი კვერცის ნაჭუჭი, პემზა. ბერძნებსა და რომაელებს უფრო უხეში კბილის პასტები მოსწონდათ და მას ძვლებისა და ხანამცკების ნიჟარებით ამზადებენ. რომაელები უფრო მეტ ბუნებრივ არომატიზატორს ამატებდნენ უფრო ჯანსაღი სუნთქვისთვის. ჩინელები კი ამატებდნენ მცენარეს სახელად ჯინსენგი, პიტნას და მარილს.

mkurnali.ge

კბილის პასტების თანამედროვე ფორმით განვითარება 1800-იან წლებში დაიწყო. მისი პირველადი ვერსია შეიცავდა საპონს. 1850-იან წლებში ცარცის დამატება დაიწყეს. ინგლისში მას აკეთებდნენ მცენარისგან ბეთელი, უფრო მოგვიანებით კი - ნახშირისგან.

1945 წლიდან კბილის პასტები საპონს აღარ შეიცავს. ის ჩანაცვლდა ნატრიუმის სულფატით, რომელიც კბილის პასტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგრედიენტია.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კბილის პასტები უკვე პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეფექტით იქმნება. შეიქმნა კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვისაც. ფლორიდების შემცველი კბილის პასტა 1914 წელს გამოჩნდა.

დღეს კბილის პასტები შეიცავენ ფლორიდებს, მათეთრებელს, დამატკბობლებს, არომატიზატორებს და სპეციფიკიდან გამომდინარე კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტს.

განვითარების შედეგია ისიც, რომ კბილის პასტების ნაწილი დიდი რაოდენობით ქიმიურ ნაერთებს შეიცავს და მათში ბუნებრივი ნივთიერებების წილი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ქიმიური ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით გამოყენება კბილებზე და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ კბილის პასტა, რომელიც მეტ ბუნებრივ ინგრედიენტს შეიცავს.

კბილის პასტების მოწინავე და განვითარებული მწარმოებლები თანამედროვე ცხოვრების სტილს არ ჩამორჩნენ და შექმნეს პროდუქტი, რომელიც თანამედროვე პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ადამიანს. მაგალითად, ნომერ პირველი ავსტრალიური ბრენდი White Glo აწარმოებს კბილის პასტას ყავისა და ჩაის ნადების მოშორების ეფექტით, თამბაქოთი გაყვითლებული კბილების გასათეთრებლად. მის ასორტიმენტშია ვეგანური კბილის პასტა, რომელიც არანაირ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს და იდეალურია კბილების გათეთრებისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი მათეთრებელი კბილებს ნაზად აშორებს ლაქებსა და ნადებს. mkurnali.ge საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა და მათ შორის, White Glo-მ წარმოებაში ძველი ინგლისური ტრადიცია გამოიყენა და შექმნა ნახშირის შემცველი შავი კბილის პასტა, რომელსაც განსაკუთრებული მათეთრებელი ეფექტი აქვს.