ცხოველის ბეწვით გაკეთებული კბილის ჯაგრისი და საპნის შემცველი კბილის პასტა - ორი პროდუქცის საინტერესო ისტორია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ცხოველის ბეწვით გაკეთებული კბილის ჯაგრისი და საპნის შემცველი კბილის პასტა - ორი პროდუქცის საინტერესო ისტორია

ცხოველის ბეწვით გაკეთებული კბილის ჯაგრისი და საპნის შემცველი კბილის პასტა - ორი პროდუქცის საინტერესო ისტორია
კბილის ჯაგრისი ათასწლეულების წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000-იან წლებში ბაბილონელებმა და ეგვიპტელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600-იან წლებში კი ჩინელებმა შექმნეს საღეჭი ჯოხები, რომლებიც არომატული ხეების ყლორტებით კეთდებოდა და ჯანსაღ სუნთქვას უზრუნველყოფდა.
ასევე, ჩინელებმა მე-15 საუკუნეში შექმნეს კბილის ჯაგრისი იმ ფორმით, როგორც ახლა გვაქვს და ის ღორის ჯაგარისგან მზადდებოდა. მოგვიანებით ჯაგრისი ევროპაშიც გავრცელდა, თუმცა ევროპელები უფრო ნაზ ჯაგრისს ამჯობინებდნენ და მას ცხენის ფაფარით აკეთებდნენ.

ნამდვილი თანამედროვე ჯაგრისი ნეილონის ძაფებით 1950-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად იხვეწება.
რაც შეეხება კბილის პასტას, მიჩნეულია რომ
მას ძველი ეგვიპტელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000-იან წლებში, ჯერ კიდევ კბილის ჯაგრისი გამოგონებამდე, უკვე იყენებდნენ. უძველესი კბილის პასტებიც ისეთივე დანიშნულების იყო, როგორიც ახლაა. ის წმენდდა კბილებსა და ღრძილებს, ათეთრებდა კბილებს და სუნთქვას ჯანსაღს ხდიდა. თუმცა უძველესი კბილის პასტების შემადგენლობა სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო. ინგრედიენტებად გვხვდებოდა
ხარის ჩლიქი, დამწვარი კვერცის ნაჭუჭი, პემზა. ბერძნებსა და რომაელებს უფრო უხეში კბილის პასტები მოსწონდათ და მას ძვლებისა და ხანამცკების ნიჟარებით ამზადებენ. რომაელები უფრო მეტ ბუნებრივ არომატიზატორს ამატებდნენ უფრო ჯანსაღი სუნთქვისთვის. ჩინელები კი ამატებდნენ მცენარეს სახელად ჯინსენგი, პიტნას და მარილს.

mkurnali.ge

კბილის პასტების თანამედროვე ფორმით განვითარება 1800-იან წლებში დაიწყო. მისი პირველადი ვერსია შეიცავდა საპონს. 1850-იან წლებში ცარცის დამატება დაიწყეს. ინგლისში მას აკეთებდნენ მცენარისგან ბეთელი, უფრო მოგვიანებით კი - ნახშირისგან.

1945 წლიდან კბილის პასტები საპონს აღარ შეიცავს. ის ჩანაცვლდა ნატრიუმის სულფატით, რომელიც კბილის პასტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგრედიენტია.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კბილის პასტები უკვე პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეფექტით იქმნება. შეიქმნა კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვისაც. ფლორიდების შემცველი კბილის პასტა 1914 წელს გამოჩნდა.
დღეს კბილის პასტები შეიცავენ ფლორიდებს, მათეთრებელს, დამატკბობლებს, არომატიზატორებს და სპეციფიკიდან გამომდინარე კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტს.

განვითარების შედეგია ისიც, რომ კბილის პასტების ნაწილი დიდი რაოდენობით ქიმიურ ნაერთებს შეიცავს და მათში ბუნებრივი ნივთიერებების წილი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ქიმიური ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით გამოყენება კბილებზე და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ კბილის პასტა, რომელიც მეტ ბუნებრივ ინგრედიენტს შეიცავს.

კბილის პასტების მოწინავე და განვითარებული მწარმოებლები თანამედროვე ცხოვრების სტილს არ ჩამორჩნენ და შექმნეს პროდუქტი, რომელიც თანამედროვე პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ადამიანს. მაგალითად, ნომერ პირველი ავსტრალიური ბრენდი White Glo აწარმოებს კბილის პასტას ყავისა და ჩაის ნადების მოშორების ეფექტით, თამბაქოთი გაყვითლებული კბილების გასათეთრებლად. მის ასორტიმენტშია ვეგანური კბილის პასტა, რომელიც არანაირ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს და იდეალურია კბილების გათეთრებისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი მათეთრებელი კბილებს ნაზად აშორებს ლაქებსა და ნადებს.
mkurnali.ge
საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა და მათ შორის, White Glo-მ წარმოებაში ძველი ინგლისური ტრადიცია გამოიყენა და შექმნა ნახშირის შემცველი შავი კბილის პასტა, რომელსაც განსაკუთრებული მათეთრებელი ეფექტი აქვს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
სანერწყვე ჯირკვლის ქვის ფორმირება შეიძლება განაპირობოს ზოგადი და ადგილობრივი ფაქტორების ერთობლიობამ.
ადამიანთა უმრავლესობა სტომატოლოგს მხოლოდ კბილის ტკივილის დროს მიმართავს,
ადამიანს კბილი შეიძლება ატკივდეს ტკბილეულის ჭამის, ცივი ან ცხელი საკვების მიღების დროს. ამგვარი ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად