რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

დიდი ნაწილი დილას სწორედ ჭიქა ყავით იწყებს. თუმცა თუ გიფიქრიათ დილის ეს რუტინა რა გავლენს ახდენს თქვენს კბილებზე?

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყავა თქვენს ტანსაცმელს ალაქავებს. ჰოდა მაშინ არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყავა თქვენს კბილებზეც ტოვებს ლაქებსა და ნადებს. ეს ჯადოსნური სითხე შეიცავს ინგრედიენტს სახელად ტანინი. სწორედ ტანინი რჩება კბილზე და აჩენს ნადებს. მას შეიცავს ჩაი და ღვინოც, ამიტომ ამ სამ სასმელთან ბრძოლა თითქმის ანალოგიურად ხდება.

ტანინი ქმნის ფერად ნაერთებს, რომელიც კბილზე ეწებება. მათი მოშორება გახეხვის შედეგად კი ხდება,თუმცა კბილზე ყვითელ ლაქას მაინც ტოვებენ. დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებაც საკმარისია, რომ კბილებზე ნადები გაჩნდეს.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ყავის და ჩაის ნადებისგან თავის არიდება ყავაზე უარის თქმის გარეშე?

ყავისა და ჩაის ნადებთან ბრძოლა

არ შეგეშინდეთ, თუ ყავის მოყვარული ხართ. სტომატოლოგებს კბილებიდან ნადების მოცილება შეუძლიათ. თუმცა ეს პროცედურა მგრძნობელობას ზრდის და კბილების სტომატოლოგიური წმენდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.

კბილების გაწმენდა სახლშიც შეგიძლიათ, ამისათვის კბილები საცხობი სოდით თვეში ერთხელ უნდა გამოიხეხოთ.

ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან არიდებასშეძლებთ ასევე, თუ სპეციალურ კბილის პასტას გამოიყენებთ.ჭHIთE GLO-ს კბილის პასტა სპეციალურად ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის იდეალურად წმენდს ტანინებისგან დარჩენილ სიყვითლეს. მისი რევოლუციური ფორმულა მიკრო მათეთრებელი ნაწილაკებით ებრძვის დროთა განმავლობაში ყავისა და ჩაის მოხმარებისგან გაჩენილ სიყვითლეს. ექსკლუზიური დამცავი ფორმულა კი იცავს კბილებს სიყვითლის ხელახალი წარმოშობისგან და უზრუნველყოფს ბუნებრივი სითეთრის შენარჩუნებას. დიდი მნიშვნელობა აქვს კბილის ჯაგრისსაც, ჭHIთE GLO-ს კბილის პასტა სპეციალურად ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის სპეციალური კბილის ჯაგრისიც მოყვება. კბილების გახეხვა კი დღეში ორჯერ მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ყავის კიდევ ერთი მავნებლობა

როგორც სხვა ნებისმიერ სასმელს, გარდა წყლისა, ყავას შეუძლია პირის ღრუში ბაქტერიები გააჩინოს. ბაქტერიები კი კბილისა და ემალის ეროზიას იწვევენ. საბოლოოდ კბილები თხელი და მგრძნობიარე ხდება. ყავას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უსიამოვნო სუნიც, რადგან ის ეკრობა ენასაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ სპეციალური, ყავის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა და რეგულარულად გაიწმინდოთ ენაც.

ყავისა და ჩაის ნადებისგან თავის დაცვა

ეცადეთ, დღის განმავლობაში 2 ჭიქაზე მეტი ყავა და მუქი ჩაი არ მიირთვათ. ის შეგიძლიათ მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ. სასურველია, თუ ყავას ნაღებისა და შაქრის გარეშე მიირთმევთ, რადგან ეს ინგრედიენტები ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ყავა სწრაფად დალიეთ და ამ პროცესს საათების განმავლობაში ნუ გაწელავთ. ასე ბაქტერიებს მთელი დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას არ მისცემთ. ყავის დალევის შემდეგ კი აუცილებლად დალიეთ ჭიქა წყალი. ცივი ყავა საწრუპით დალიეთ. ასე უფრო ნაკლები შეხება ექნება კბილებთან. კბილები ყავის დალევიდან 30 წუთის შემდეგ გაიხეხეთ. არ დაგავიწყდეთ ყავა მჟავაა, ნებისმიერი მჟავის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ კბილების გახეხვა კი ემალის დასუსტებას იწვევს.

სხვა საკვები, რომელიც ნადებს იწვევს

ყავისა და ჩაის გარდა, კბილებზე ნადებს კიდევ არაერთი სასმელი და საკვები იწვევს. მათი ნაწილი კი ასე გამოიყურება:

· წითელი ღვინო

· კენკრა

· პომიდორი და პომიდვრის სოუსი

· გაზიანი სასმელი

· კანფეტი