როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე

თუმცა ამაში რთული ნამდვილად არაფერია და რამდენიმე მარტივი წესის დაცვით თქვენ ნამდვილად შეძლებთ, შეინარჩუნოთ თეთრი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი, რომელიც თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ.

კბილების გასუფთავება

კბილები დღეში ორჯერ: ნასაუზმევს და საღამოს უნდა გაიხეხოთ. თუმცა გახეხვასაც აქვს თავისი წესები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. ჯაგრისი უნდა ამოძრაოთ წრიულად, რომ კბილის ემალი არ დააზიანოთ. აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება.

სასურველია, თუ ყოველი კვების შემდეგ კბილებს საღეჭი რეზინით გაისუფთავებთ. თუმცა ყველა საღეჭი რეზინი არ არის ამ დროს ეფექტური, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ქსილიტები - ნივთიერება, რომელიც კბილებს კარიესისგან იცავს.

კბილის პასტა

თეთრი კბილების შენარჩუნების პროცესში დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კბილის პასტას. რეკომენდებულია, რომ კბილის პასტა შეიცავდეს ფტორს, მაგრამ მასზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფტორის რაოდენობა. ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი 500 პპმ (0.05%) და მოზრდილებისთვის 1500 პპმ (0.15%) უნდა იყოს.

კბილის პასტის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ აბრაზივის ანუ წმენდის მაჩვენებელსაც. ეს არის კომპონენტი, რომელიც კბილის ზედაპირს ნადებს აცილებს. აბრაზიულობის ინდექსი აღინიშნება როგორც – RDA, მისი ოპტიმალური მაჩვენებელია 75 RDA, საბავშვო კბილის პასტებში არის დაახლოებით – 25 RDA. ხოლო მათეთრებელ კბილის პასტებში შეიძლება იყოს 150 RDA. მაღალი აბრაზიულობის გამო მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენება კვირაში 1-2-ჯერაა რეკომენდებული.

mkurnali.ge

ეფექტურია შავი კბილის პასტებიც, რომელთა აბრაზიულობის კოეფეიციენტი მაღალი არაა, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ნახშირბადი, რომლიც კბილის ზედაპირიდან ნადების მოშორების კარგი საშუალებაა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ WHITE GLO-ს შავი კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაში შემავალი ხის ნახშირის აქტიური ნაწილაკები ხელს უწყობს პირის ღრუს დეტოქსიკაციას და ხელს უშლის ღრმა ნადების წარმოქმნას. მაღალი შეღწევადობის მქონე ხის ნახშირის ნაწილაკები შლის ღრმად ჩამჯდარ ნალექს, ებრძვის არასასიამოვნო სუნსა და ათეთრებს მინანქარს.

საკვები

შაქარი კბილების პირველი მტერია, დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს - მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება. სასურველია, თუ შაქარსა და ტკბილეულს სულ ამოიღებთ რაციონიდან. მაგალითად, დასატკბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ შაქარს. მას კი პირის ღრუს ბაქტერიები ვერ იყენებენ. მაგარ ხილსა და ბოსტნეულს, მაგალითად, ვაშლს, სტაფილოს კბილების მექანიკური გასუფთავების უნარიც აქვს.

mkurnali.ge

მოერიდეთ დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის დალევას, რადგან ის დიდი რაოდენობით ნადებს ტოვებს კბილებზე. თუმცა მათზე საერთოდ უარის თქმა რომ არ მოგიწიოთ, გამოიყენეთ გამოიყენეთ WHITE GLO-ს კბილის პასტა სპეციალურად ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის. გაზიანი სასმელები კი სრულად თუ ამოიყებთ თქვენი რაციონიდან, კბილების სითეთრის შენარჩუნება უფრო გაგიმარტივდებათ.