კარიესის მკურნალობას მალე ბჟენების გარეშე შეძლებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

კარიესის მკურნალობას მალე ბჟენების გარეშე შეძლებენ

კარიესის მკურნალობას მალე ბჟენების გარეშე შეძლებენ
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოსცადეს კარიესის მკურნალობის ახალი მეთოდი,
რომელიც კბილის პულპაში განთავსებული ღეროვანი უჯრედების ფუნქციობის სტიმულაციას ეფუძნება. ამგვარი ტექნოლოგია კბილს თვითგანახლებაში (რეგენერაციაში) ეხმარება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარიესით გამოწვეული დეფექტი ლიკვიდაციასა და თვითშევსებას განიცდის.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა, პოლ შარპის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად დენტინის ახალი შრის განვითარების სტიმულაცია შეძლეს. მათი აზრით, სტომატოლოგებისათვის კარგად ცნობილი ბჟენების ნაცვლად, კბილის კარიესული არეები უმჯობესია დაიფაროს სპეციალური ღრუბლისებრი სტრუქტურით, რომელიც კოლაგენის პოლიმერისაგან არის შექმნილი და დროთა განმავლობაში თავად განლაგდება, განთავსდება კბილში.

როგორც კვლევის ავტორი პოლ შარპი აცხადებს: ბიოგანთავსებადი
ღრუბელი სასურველია გაიჟღინთოს ტაიდეგლუსიბით, პრეპარატით, რომელსაც ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების თერაპიაში პერსპექტიულ საშუალებად მოიაზრებენ (კვლევები ამ კუთხითაც ინტენსიურად მიმდინარეობს). ამ პრ­ეპარატის მოქმედება ეფუძნება გლიკოგენსინთაზა-კინაზა 3 (GშK-3)-ის ინჰიბირებას (დაბლოკვას). აღნიშნული ფერმენტი ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. მას შეუძლია ქსოვილთა ზრდის როგორც სტიმულაცია, ისე შეფერხება.

ბრიტანელმა მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ვირთაგვებზე. ცხოველების კარიესულ კბილებზე ისინი აფენდნენ ტაიდეგლუსიბით გაჟღენთილ ღრუბელს. ეს უკანასკნელი ახალი დენტინის წარმოქმნას ასტიმულირებდა, თავად კი დროთა განმავლობაში იშლებოდა. მთავარია, რომ 6 კვირის შემდეგ მღრღნელებს სრულიად ჯანმრთელი კბილები ჰქონდათ.

ეს კვლევა პოლ შარპისა და მისი გუნდის პირველი ცდა როდია. მათ ადრეც არაერთხელ შეძლეს დაზიანებული კბილების ღეროვანი უჯრედებით გაჯანსაღება-განახლების სტიმულაცია. მაგალითად, ამისათვის 2016 წელს მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ბჟენები, რომლებიც პულპასთან კონტაქტისას ღეროვანი უჯრედების სტიმულაციას ახდენდა.

ფაქტია, მკვლევართა ძალისხმევა და საინტერესო აღმოჩენები დიდ სიახლეებს მოუტანს სტომატოლოგიას!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
თეთრი კბილების საიდუმლო შავი კბილის პასტაა -ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
გავრცელებული მოსაზრებით ყვითელი კბილები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. კბილის მინანქრის ამგვარი შეფერილობა
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად