როგორ უნდა გაითეთროთ კბილები, თუ მწეველი ხართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა გაითეთროთ კბილები, თუ მწეველი ხართ

განსაკუთრებით, მწეველებისთვის. რადგან მოწევა იწვევს ნადებს კბილებზე,მწეველებს ახასიათებთ არასასიამოვნო სუნი და შეგრძნება პირის ღრუში. მოწევა დროთა განმავლობაში იწვევს ღრძილებისა დაპერიოდონტალურ დაავადებებს, რაც საბოლოოდ პირის ღრუს ანთებაში გადაიზრდება ხოლმე. აღნიშნული გაღიზიანება გავლენას ახდენს ძვლისა და კბილის სტრუქტურაზეც. საბოლოო შედეგი კი კბილის დაკარგვაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მწეველებს კბილების განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. გთავაზობთ რჩევებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც შეძლებთ, რომ თეთრი და ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ.

• გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფლორიდის (fluoride) შემცველი კბილის პასტით. ყურადღებით შეარჩიეთ კბილის ჯაგრისიც. ჯაგრისის ფორმა და სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ კბილის პასტამ მაქსიმალური შედეგი მოგიტანოთ. • სპეციალურად მწეველებისთვის კბილის პასტების ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრიულმა მწარმოებელმა White Glo-მ შექმნა მათეთრებელი ფორმულა. ის ფლორიდით განსაკუთრებულად მდიდარია და ამავდროულად, შეიცავს დიატომიტს. ეს სპეციალური ფორმულა კბილებიდან თამბაქოს ნადების მოსაშორებლად და სუნთქვის გაუმჯობესითვისაა შექმნილი. მისი მიკრო კრისტალები კბილიდან თამბაქოთი გამოწვეულ სიყვითლესა და ლაქებს აშორებს. ის სრულიად უსაფრთხოა კბილებისთვის ყოველდღიურად გამოსაყენებლად. White Glo-ს შეფუთვას მოყვება კბილის ჯაგრისი და ჩხირი.

mkurnali.ge

• სპეციალური ჩხირით ყოველდღიურად გაისუფთავეთ კბილები. ის აუცილებელია კბილის მიუწვდომელი ადგილების საჭმლის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად. თუ კბილები მაქსიმალურად სუფთა იქნება, თამბაქოს მავნე ზეგავლენა ნაკლები იქნება.

• სტომატოლოგთან პერიოდული კონსულტაცია აუცილებელია, რადგან მწეველების პირის ღრუ და კბილები დამატებითი რისკის ქვეშაა და გართულებების თავიდან აცილებისა და რისკები დაზღვევის მიზნით აუცილებელია სტომატოლოგის კონსულტაცია.

• როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თამბაქო კბილებისთვის დამატებითი ზიანის მომტანია. ამიტომ კბილის დაზიანების რისკი ძალიან რომ არ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია რომ შეამციროთ სხვა მავნე პროდუქების მიღება. ასეთია ტკბილეული და ტკბილი სასმელი.

• სპეციალურად მწეველებისთვის განკუთვნილ კბილის პასტასთან ერთად, სასურველია თუ პერიოდულად კბილების გასათეთრებლად საჭმელი სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაზავს გამოიყენებთ. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ორიჯერ კბილები ამ ნაზავით გაიხეხეთ და თქვენი კბილები ზედმეტი ნადებისგან გათვისუფლდება.