როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად

შეზღუდვა საკმარისი არ არის. ინგლისელი ბავშვთა სტომატოლოგების აზრით, კბილების რღვევის 25 პროცენტით შეცირებაში დაგვეხმარება ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება (ქიმიური ელემენტის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 1350−1500 ppmF). თუმცა აქვე გარკვეული პირობები უნდა დავიცვათ. აუცილებელია კბილების წმენდა ორი წუთის განმავლობაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბევრი ამ პროცედურას დაახლოებით 40 წამს უთმობს.

ასევე, მნიშვნელოვანია კბილების გაწმენდა საღამოს. სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ ღამით ორგანიზმში გაცილებით ნაკლები ნერწყვი წარმოიქმნება, ვიდრე დღის განმავლობაში. ამიტომ ფტორი უფრო ნელა ჩამოირეცხება, რაც უკეთ ამაგრებს კბილებს ძილის დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ კბილების გაწმენდის შემდეგ პირის ღრუს გაძლიერებულ გამოვლებაზე. საქმე ისაა, რომ გამოვლების პროცესში აქტიურად ჩამოირეცხება ფტორი. შედეგად კბილები არასაკმარისადაა დაცული. ექიმები გვირჩევენ პასტის ნარჩენები ჩამოვიბანოთ მარტივად, დამატებითი გამოვლების გარეშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზრდილების რაციონში შაქრის შემცველობა დღეში 30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დაახლოებით 8 ჩაის კოვზს შეადგენს. ამასთან, უმჯობესია ხილის მიღება, ვიდრე ხილის წვენების. ეს უკანასკნელი რეგულარული გამოყენებისას უარყოფითად მოქმედებს კბილებზე.

ლალი ჩხიკვაძე