როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად

როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად
კარიესისა და სხვა დაავადებებისგან კბილების დასაცავად, დღეში ორჯერ კბილების წმენდა და ტკბილეულის შეზღუდვა საკმარისი არ არის. ინგლისელი ბავშვთა სტომატოლოგების აზრით, კბილების რღვევის 25 პროცენტით შეცირებაში დაგვეხმარება ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება (ქიმიური ელემენტის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 1350−1500 ppmF). თუმცა აქვე გარკვეული პირობები უნდა დავიცვათ. აუცილებელია კბილების წმენდა ორი წუთის განმავლობაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბევრი ამ პროცედურას დაახლოებით 40 წამს უთმობს.

ასევე, მნიშვნელოვანია კბილების გაწმენდა საღამოს. სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ ღამით ორგანიზმში გაცილებით ნაკლები ნერწყვი წარმოიქმნება, ვიდრე დღის განმავლობაში. ამიტომ ფტორი უფრო ნელა
ჩამოირეცხება, რაც უკეთ ამაგრებს კბილებს ძილის დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ კბილების გაწმენდის შემდეგ პირის ღრუს გაძლიერებულ გამოვლებაზე. საქმე ისაა, რომ გამოვლების პროცესში აქტიურად ჩამოირეცხება ფტორი. შედეგად კბილები არასაკმარისადაა დაცული. ექიმები გვირჩევენ პასტის ნარჩენები ჩამოვიბანოთ მარტივად, დამატებითი გამოვლების გარეშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზრდილების რაციონში
შაქრის შემცველობა დღეში 30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დაახლოებით 8 ჩაის კოვზს შეადგენს. ამასთან, უმჯობესია ხილის მიღება, ვიდრე ხილის წვენების. ეს უკანასკნელი რეგულარული გამოყენებისას უარყოფითად მოქმედებს კბილებზე.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
25-09-2019
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეთრი კბილები არ სურდეს და ამისთვის მის ხელთ არსებულ გარკვეულ საშუალებებს არ მიმართავდეს.
03-07-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ადამიანს კბილი შეიძლება ატკივდეს ტკბილეულის ჭამის, ცივი ან ცხელი საკვების მიღების დროს. ამგვარი ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ
თეთრი კბილების საიდუმლო შავი კბილის პასტაა -ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
გავრცელებული მოსაზრებით ყვითელი კბილები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. კბილის მინანქრის ამგვარი შეფერილობა
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად