სტომატოლოგია

რატომ აქვთ ბავშვებს ცუდი სარძევე კბილები

რატომ აქვთ ბავშვებს ცუდი სარძევე კბილები
ცუდი სარძევე კბილების არსებობას ბევრი მემკვიდრულ ფაქტორს უკავშირებს, თუმცა, როგორც მელბურნის ბავშვთა სამეცნიერო ვლევითი ინსტიტუტის - მერდოკას თანამშრომლებმა დაადგინეს, მთავარი გარემოს ფაქტორები ყოფილა. მათ დინამიკაში შეისწავლეს 173 წყვილი ტყუპის კბილების მდგომარეობა. მეცნიერები აფასებდნენ როგორც ბავშვთა გენეტიკურ თავისებურებებს, ასევე ცხოვრების წესსა და სხვა ფაქტორებს დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე. ყურადღება ექცეოდა აგრეთვე გადატანილ დაავადებებს, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ორსულობის პერიოდში და სხვა. 

მკვლევარებმა გასაოცარი რამ დაადგინეს, ერთი და იგივე გენომის ტყუპებს სარძევე კბილების დაშლა-რღვევის განსხვავებული დონეები აღენიშნებოდათ. ეს ადასტურებს იმას, რომ უპირველესად განმსაზღვრელია და
დიდ როლს თამაშობს გარემოს ფაქტორები, ისეთი, როგორებიცაა მაგალითად, წყალში ფტორის დეფიციტი, კვების თავისებურება და სხვა, გენეტიკურ ფაქტორს კი მეორეული მნიშვნელობა ენიჭება.
კიდევ ერთი გასაოცარი და მოულოდნელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ კარიესული ფორმირებები სარძევე კბილებზე უფრო ხშირად ჰქონდათ იმ პატარებს, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში გაცხიმოვნება აღენიშნებოდათ.

ამ ფაქტორთა გათვალისწინებით კვლევის ავტორები გირჩევენ, დროულად ვიზრუნოთ კბილების ჯანმრთელობაზე. ბევრს ჰგონია, რომ კბილების მდგომარეობა მემკვიდრეობითობაზეა დამოკიდებული და ცხოვრების წესს არ აქვს მნიშვნელობა, რაც არასწორია. ბავშვის კბილებზე ზრუნვა მშობელმა ადრეული პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს, ყურადღება დაუთმოს როგორც ჯანსაღ კვებას, ასევე სათანადო ჰიგიენას! მიდგომა, რომ სარძევე კბილების მდგომარეობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ბავშვს კარგი მუდმივი კბილები მაინც ამოუვა გენეტიკის წყალობით, არასწორია!

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული კლინიკები
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
25-09-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019