რატომ გვაშინებს სტომატოლოგის სავარძელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვაშინებს სტომატოლოგის სავარძელი

რატომ გვაქვს და ვერ ვძლევთ შიშს კბილის ექიმის მიმართ? გვესაუბრება კლინიკა „Dent Inn“-ის ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი სოფო ფილიევი:

- უამრავ ფობიას შორის ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებულია დენტოფობია (ოდონტოფობია), რაც სტომატოლოგისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების შიშს წარმოადგენს. არის შემთხვევები, როდესაც შიშს სტომატოლოგიურ კლინიკაში არსებული მედიკამენტების სუნიც კი იწვევს. გაგიკვირდებათ და ეს პრობლემა მოსახლეობის 15%-ს აწუხებს, განურჩევლად სქესისა. აქვე აღსანიშნავია ტრიპანოფობია, რომელიც ნემსის ჩხვლეტის შიშს გულისხმობს. დამეთანხმებით, ეს ფობია არცთუ იშვიათია. თუმცა სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის განკუთვნილი ნემსი იმდენად წვრილია, შეგვიძლია თმის ღერსაც კი შევადაროთ. ამასთან, ნემსის ჩხვლეტამდე გამოიყენება ადგილობრივი მოქმედების საანესთეზიო ჟელეები სხვადასხვა გემოთი.

- ზემოთ სტატისტიკა ახსენეთ. რამდენად ხშირად გხვდებათ ამგვარი პრობლემა თქვენს პაციენტებში?

- მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა მიდგომები, შემუშავდა პაციენტთან ურთიერთობის ახალი სტანდარტები, გაუმჯობესდა საანესთეზიო მასალები, ჩამოყალიბდა ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები, დენტოფობია ჯერ კიდევ აქტუალურ პრობლემად რჩება. სტატისტიკურად, ყოველი 4 ადამიანიდან ერთს აწუხებს ეს განცდა.

- როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს მდგომარეობა?

- სტომატოლოგთან ვიზიტის შიში შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მხოლოდ ტკივილს, ისე ადამიანის ფსიქოსოციალურ გარემოს. სწორედ ამიტომ, პაციენტის ინდივიდუალურობისა და თავისებურებების გათვალისწინებით, საჭიროა მოსამზადებელ პერიოდში კომპლექსური მიდგომა. ერთ-ერთი მეთოდია კორაჰის სკალა, რომელიც განსაზღვრავს და გამოავლენს პიროვნული შიშისა და შფოთვის მაჩვენებელს. ეს სკალა შეიქმნა ექიმ ნორმან კორაჰის მიერ ჯერ კიდევ 1969 წელს (თუმცა წლების შემდეგ სხვა მეცნიერების მიერ გადაიხედა და დაკორექტირდა). იგი შედგება 4 მარტივი შეკითხვისგან 5-5 სავარაუდო პასუხით. ექიმის კომპეტენციაა პასუხების ქულათა ჯამის მიხედვით შფოთვის ხარისხის განსაზღვრა. საჭიროა დიფერენცირება - უბრალოდ, ემოციური ფონია, უკვე ჩამოყალიბებულია ფობია თუ ფსიქიკურ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ბოლო ეტაპზე პროცესი ვიწრო სპეციალისტის ჩართვას საჭიროებს.

- როგორ ვლინდება ფობია?

- ის შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით: ტაქიკარდიით, სისუსტით, გონების დაკარგვით, კანკალით, ცივი ოფლით, ჰაერის უკმარისობით, აკვიატებული ტკივილით...

- ნუთუ ასეთი საშიშია სტომატოლოგთან ვიზიტი?

- ცხადია, არა! თანამედროვე მეთოდების დახვეწასთან ერთად ტკივილის შეგრძნება სულ უფრო იკლებს და დისკომფორტისა და შიშის ხარისხი ფაქტობრივად ნულს უტოლდება. სტომატოლოგიის ყველა თანამედროვე და უახლესი გაიდლაინის პირველ ნომრად გამოტანილია პუნქტი, რომელიც No Pain პროგრამებით უმტკივნეულო მანიპულაციას გულისხმობს.

ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტკივილის შიში ალბათ ყველაზე ძლიერია, ორიოდე სიტყვით ტკივილს განვმარტავ - ტკივილი არასასიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა, რომელიც ქსოვილთა რეალურ ან პოტენციურ დაზიანებასთან ასოცირდება. ტკივილი სუბიექტური ფენომენია და მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხალისს, რაც ხელს უშლის პიროვნების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. სწორედ ამ შემთხვევათა გათვალისწინებით და თავიდან ასარიდებლად არის მნიშვნელოვანი ეფექტიანი ანესთეზია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის, რათა მიეცეს დაუბრკოლებლად მუშაობის საშუალება და სრულად იყოს კონცენტრირებული შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და მკურნალობის შედეგზე.

- ანესთეზიის რა მეთოდები გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში?

- ანესთეზიის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

ლოკალური (ადგილობრივი) - ტარდება უახლესი საანესთეზიო საშუალებებით. ეს პრეპარატები მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანია.

ნარკოზი ანუ ზოგადი გაუტკივარება - მისი გამოყენება ზოგჯერ მისაღებია, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტი.

„მალხენი აირით“ (ჟანგბადისა და აზოტის ქვეჟანგის კომბინაცია) სედაცია - განსაკუთრებით ბავშვთა ასაკშია რეკომენდებული. სრულიად განსხვავებული მიდგომაა. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბავშვს არ სძინავს, გონზეა და, რაც მთავარია, სიმშვიდეს ინარჩუნებს - სტომატოლოგს მუშაობის საშუალებას აძლევს. აქვს მოტკბო არომატი და ჟანგბადი ჩასუნთქვიდან მაქსიმუმ 10 წუთში გამოიყოფა ორგანიზმიდან. ეს არის თანამედროვე სტომატოლოგიაში აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი.

- საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, რა არის დენტოფობია და როგორ დავძლიოთ იგი?

- რომელიმე ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ბავშვობაში სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის დროს მიღებული და დარჩენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ნეგატიური ემოცია. პირველ რიგში, მშობლებს მინდა მივმართო: ნუ დაიშურებთ ენერგიას და რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ ბავშვებს სტომატოლოგთან ვიზიტის სასიკეთო შედეგებზე. ეთამაშეთ შინ და აჩვენეთ, რა იოლად და უმტკივნეულოდ შეიძლება პირის გაღება, კბილების დათვალიერება. სანამ პროცესი გამწვავდება და ტკივილით გამოიხატება, მანამდე უნდა ეწვიოთ ექიმს პროფილაქტიკისთვის. გახსოვდეთ: სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დიდ გავლენას იქონიებს შემდგომ ვიზიტებზე.

- საუბრის დასაწყისში კორაჰის სკალაზე ისაუბრეთ. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში?

- სამწუხაროდ, არ მგონია საქართველოში ამ მეთოდის გამოყენებით ვინმე იწყებდეს მუშაობას. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, დღეს უკვე ზრდასრულ პაციენტებში წლების წინ მიღებული ემოციის შედეგად განვითარებული დენტოფობია - როგორც ფსიქოსოციალური პრობლემა - მკვეთრად ვლინდება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, საჭიროებისას, ვიზიტის პირველივე წუთიდან აუცილებელია ჩატარდეს პრემედიკაცია მსუბუქად მოქმედი ტრანკვილიზატორებით; პაციენტს უნდა ავუხსნათ მკურნალობის ეტაპების თანმიმდევრობა, რომელი მანიპულაცია რას უკავშირდება და რა შედეგს უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ თანამედროვე მიდგომები ამის საშუალებას გვაძლევენ.