რით ვკვებავთ კბილებს
ნივთიერებებით მომარაგება. ეს უკანასკნელი კბილებისათვის ენერგიისა და საშენი მასალის წყაროა. კბილებს ესაჭიროებათ გლუკოზა, ამინმჟავები, ფერმენტები, ვიტამინები, მიკროელემენტები, კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სილიციუმის იონები. პულპის სისხლძარვებისაგან კბილის ყველა ქსოვილისაკენ ნაწილდება სპეციალური არხები - საკვებ ნივთიერებათა მიმწოდებელი გზები.
როგორც ირკვევა, პულპა კბილის კვების ერთადერთი წყარო არ გახლავთ. თურმე, კბილის ისეთი მტკიცე ქსოვილები, როგორებიცაა დენტინი, მინანქარი, განვლადია გლუკოზისათვის, ამინმჟავებისა და ვიტამინებისათვის, კალციუმის იონებისათვის და ბევრი სხვა ნივთიერებისათვის, რომელიც პირის ღრუში ხვდება. ამგვარად, კბილებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერებების მოპოვება და გამოყენება ქსოვილთა აღსადგენად. ამიტომაც ენიჭება ასე დიდი მნიშვნელობა კვებას და რაც მთავარია, კბილებთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას: მაგალითად, ის რომ, საკვები დიდხანს და საგულდაგულოდ უნდა ვღეჭოთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრივ საკვების მონელებისათვის, არამედ კბილების კვებისთვისაც, კბილები სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში უნდა გავიხეხოთ და პირის ღრუ სხვადასხვა სავლებებით ხანგრძლივად გამოვივლოთ (უმჯობესია 10 წუთის განმავლობაში მაინც), იმისათვის, რომ კბილებმა პირველწყაროდან მოასწრონ საჭირო ნივთიერებათა მიღება.
იგივე პრინციპი მოქმედებს კბილების დამაზიანებელი აგენტების შემთხვევაშიც. რა ნივთიერებებია ეს მავნე აგენტები - მჟავები, შაქარი და მიკრობული ტოქსინები, რაც უფრო დიდხანს გვხვდება ისინი პირის ღრუში, მით უფრო მეტად აზიანებს კბილებს.
გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებულად ვერაგია შაქარი, რადგან, გარდა იმისა, რომ საკვები ნიადაგია კბილის დამაზიანებელი ტოქსინების გამომყოფი მავნე ბაქტერიებისთვის, ორგანიზმში მოხვედრისას, შეთვისების კვალად კბილებს მათთვის ძვირფას კალციუმსაც ართმევს.
თინათინ გოცაძე