რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

გარეგანი გამოვლინების გარდა, ეს ნადები, თუ ის ღრძილქვეშა მიდამოშია, კარიესის განვითარების, ღრძილიდან სისხლდენისა და ანთების მიზეზი ხდება. ღრძილქვეშა ქვა კბილის ქსოვილზე ინფექციის გავრცელებას განაპირობებს და ანთებას - პაროდონტიტს იწვევს.

პირის ღრუს არასწორი მოვლისას, მაგარი საკვების ნაკლებობის, მოწევის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის, მაგალითად, ანტიბიოტიკისა და ციტოსტატიკის მიღებისას კბილზე ჩნდება მოყვითალო-თეთრი ნადები, რომელზეც ილექება ნერწყვში არსებული სხვადასხვა მინერალური ნივთიერება (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და სხვა). დაახლოებით 2 კვირაში ეს ნადები გარდაიქმნება კბილის ქვად. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით სწრაფად უვითარდებათ მძიმე სომატური დაავადებების მქონე ხანდაზმულ ადამიანებს.

როგორ აღვკვეთოთ კბილის ქვის წარმოქმნა? რბილი ნადები ადვილად ცილდება ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისის საშუალებით. ნუ უარყოფთ კბილის საწმენდსა და კბილის ძაფს - ფლოსს. ისინი, შეძლებისდაგვარად, ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გამოიყენოთ. ფლოსი საკმაოდ მოხერხებულ კონტეინერშია და მისი ტარება ჩანთით სავსებით შესაძლებელია. მოწყვიტეთ 20-25 სმ სიგრძის ძაფი, ბოლოები დაიჭირეთ ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით და ფრთხილად შეიყვანეთ კბილთაშუა არეში ღრძილისკენ. რიგრიგობით გაისუფთავეთ კბილის თითოეული სივრცე.

დადებითია საღეჭი რეზინის როლიც კბილის ქვის პროფილაქტიკაში. ჭამის შემდეგ დაღეჭეთ რეზინა, თუ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ან არ გაქვთ დაბჟენილი კბილები.

კბილის ქვის დროს საჭიროა მკურნალობის კურსი. კბილის ქვას აშორებენ სპეციალური ინსტრუმენტებითა და ულტრაბგერით.

როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას?

ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ორგანიზმის გადაღლას. გადაღლა იკურნება და წონასწორობის აღდგენაც სავსებით შესაძლებელია.

ჰორმონები

ნერვულმა ან ფიზიკურმა გადაღლამ შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე. ორგანიზმში ჰორმონების გადაჭარბებული ან არასკამრისი მიწოდება განაპირობებს გადაღლას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობაც მომატებული გადაღლის გამომწვევი მიზეზებია.

ხმაური

გადაღლის ფაქტორებიდან ყველაზე სერიოზულია ხმაური, რადგან ის ამწვავებს გარემოს არასასურველ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. თუ ნერვული სისტემა სრულად არ არის მწყობრში, ნებისმიერ ხმაზე მტკივნეულად ზემოქმედებს. მუდმივმა ან ძლიერმა ხმაურმა შესაძლოა გადაღლა განავითაროს.

ემოცია

შიში, სიხარული, გაკვირვება, სინანული, ნორმალური გამოვლინებით ორგანიზმს ადვილად გადააქვს და ის მას შეგუებულია. თუ ეს განცდები დიდი ძალით ვლინდება დროის მოკლე შუალედში, მაშინ ორგანიზმი ყოველ ჯერზე იძულებულია შეეგუოს გარემოს შეცვლილ პირობებს და საკუთარი დამცველობითი ძალების მობილიზაცია მოახდინოს ნერვული სისტემის გადაძაბვით.

გონებრივი გადაღლა

ასეთი მდგომარეობა მათ ახასიათებთ, ვინც ტვინს მძიმე და დაუღალავი შრომით ძაბავს. გონებრივი გადაღლის საფუძველი იშვიათადაა მხოლოდ მუშაობის პროცესში განვითარებული გადაძაბვა. ის თითქმის ყოველთვის პიროვნულ თვისებებს უკავშირდება. გონებრივი გადაღლა ვითარდება შფოთვის მდგომარეობისას, რომელიც, გავრცელებული აზრის მიუხედავად, იშვიათადაა შემოქმედებითი ტანჯვის შედეგი.

როგორ დავძლიოთ გადაღლა:

  • აუცილებლად ისაუზმეთ.
  • ხშირად დალიეთ წყალი.
  • თუ გეძინებათ, აუცილებლად დაწექით დასაძინებლად, მაგრამ ზოგჯერ, დაღლილობის მიუხედავად, ვერ იძინებთ. ასეთ შემთხვევაში დამამშვიდებელი საშუალებები დაგეხმარებათ.
  • ყოველდღიურად იარეთ ფეხით ნახევარი საათით, შეეცადეთ არ ისარგებლოთ ლიფტით.
  • სტრესის ცხოვრებიდან გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ შეეცადეთ მოერიდოთ დამამძიმებელ ურთიერთობას, უაზრო სამუშაოს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ადამინთა ახირებებს. თავი აარიდეთ ყველაფერს, რაც გადარდიანებთ და მხოლოდ სასიხარულო ინფორმაცია მიიღეთ.
  • ჩაისუნთქეთ ღრმად, დათვალეთ 5-მდე და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით. გაიმეორეთ 2 წუთის განმავლობაში. ასეთი ღრმა, რიტმული სუნთქვა მოდუნებაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს ჟანგბადით გააჯერებს.