პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს

- ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები კიუსიუს უნივერსიტეტიდან. მკვლევარებმა, ეპიდემიოლოგ იოშიხისო იამაშიტოს ხელმძღვანელობით, მოახერხეს ელექტრონული ჯაგრისის მოდიფიცირება ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ენიდან ბიომასალის მიღება. აღნიშნული ჯაგრისის დახმარებით კი მეცნიერებმა 70-80 წლის ასაკის 506 ადამიანის პირის ღრუდან აიღეს ნაცხი. ყველა პირი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისათვის იყო მისული მშობლიურ ქალაქ ხისაიამში. ნაცხის ანალიზის შედეგების განხილვითა და ხანდაზმულთა პირის ღრუს მდგომარეობის შესწავლით მეცნიერებმა განსაზღვრეს რომელი მიკრობები და რა სიხშირით გვხვდება პირის ღრუს მიკრობიომში.

აღმოჩნდა, რომ ჭარბობდა ბაქტერიები - Prevotella histicola, Veillonella atypica, Streptococcus salivarius და Streptococcus parasanguinis. საყურადღებოა, რომ ყველა ეს მიკრობი არსებული კვლევებით ასოცირდება პნევმონიით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან. იმ საკვლევ პირებს, რომლებსაც ნაკლები კბილი ჰქონდათ პირის ღრუში, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ კარიესი და კბილებზე არსებული ნადები, შესაბამისად, უფრო მეტი ბაქტერია ჰქონდათ პირის ღრუში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ასაკოვნებთან, რომლებიც სათანადოდ ვერ იხეხავდნენ კბილებს, ჭარბობდა სოკო.

როგორც იაპონელი სპეციალისტები აცხადებენ, დასახელებული ბაქტერიების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ეს უკანასკნელი კი მეტად საშიშია ასაკოვნებისთვის.

თინათინ გოცაძე