ვისთვის არ შეიძლება კბილის მათეთრებელი პასტების გამოყენება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ვისთვის არ შეიძლება კბილის მათეთრებელი პასტების გამოყენება

ვისთვის არ შეიძლება კბილის მათეთრებელი პასტების გამოყენება
ზოგიერთისთვის კატეგორიულად არაა რეკომენდებული კბილის მათეთრებელი პასტის გამოყენება. ნებისმიერი მათეთრებელი პასტა, განსაკუთრებული კომპონენტების საშუალებით, კბილის მინანქარზე ახდენს ზემოქმედებას. ზოგიერთ მათგანში გამოიყენება აბრაზიული-კრემნიუმის ოქსიდი, დიკალციფოსფატი, ზოგში კი-ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად წყალბადის ზეჟანგი. შედეგი არის ერთი ან რამოდენიმე ტონით კბილის ფერის გაღიავება.

ამასთან, აქტიური ნივთიერებები ხსნიან პიგმენტურ ლაქებს და აშორებენ კბილებიდან მუქ ნადებს.
ცხადია კბილის მათეთრებელი პასტები უფრო იაფია, ვიდრე პროფესიული გათეთრების პროცედურები, მაგრამ პასტები მხოლოდ ფერად ნადებს აცილებს, თავად მინანქრის ფერს კი არ ცვლის. ამასთან, მათეთრებელი პასტის გამო მინანქარში შეიძლება წარმოიქმნას მიკროფორები, რაც
კბილის დაშლას იწვევს. გარდა ამისა, იზრდება ცივი და ცხელი საკვების მიმართ კბილის მგრძნობელობა, შესაძლებელია ღრძილებისა და ენის ანთების განვითარება.

ზოგადად, ასეთმა პასტებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს დამწვრობა, კბილის ტკივილი, ბჟენების ცვლილება.
მათეთრებელი პასტები არაა რეკომენდებული იმ პირთათვის, ვისაც კბილის თხელი მინანქარი აქვს, ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის,
ალერგიული პირებისთვის, ბავშვებისთვის და პაროდონტიტის დროს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პასტით კბილების გამოხეხვა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერაა რეკომენდებული.


ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-08-2018
მარია
როგორც ჩანს, მხოლოდ აზიანებს კბილებს, გათეთრებით კი არავითარი ხილული ეფექტი არა აქვს.
მსგავსი სიახლეები
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
25-09-2019
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეთრი კბილები არ სურდეს და ამისთვის მის ხელთ არსებულ გარკვეულ საშუალებებს არ მიმართავდეს.
03-07-2019
თეთრი და ჯანმრთელი კბილები ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ეს საკმაოდ რთულად მისაღწევია,
17-06-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბის ტკივილი უბრალო კბილის ტკივილის გარდა, გულის შეტევის მანიშნებელიც კი შეიძლება იყოს.
მოზრდილ ადამიანს პირის ღრუში 32 კბილი აქვს. მათგან 4 სიბრძნის კბილია. სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ კბილების მიმდებარე ქსოვილებში აღმოჩენილი პათოგენები ხელს უწყობენ პირის ღრუს ძალიან აგრესიული ტიპის კიბოს განვითარებას.
სტომატოლოგ-პაროდონტოლოგები ყველაზე ხშირად აწყდებიან კბილებზე ყავისფერ ნადებს - ეს კბილის ქვაა,
ვაშინგტონის უნივერსიტეტში С ვიტამინის ნაკლებობას უკავშირებენ ღრძილებიდან სისხლდენას.
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად