სტომატოლოგიური სავარძელი პაციენტის შიშს იგრძნობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

სტომატოლოგიური სავარძელი პაციენტის შიშს იგრძნობს

სტომატოლოგიური სავარძელი პაციენტის შიშს იგრძნობს
სტომატოლოგები დღემდე იმ პროფილის ექიმებად ითვლებიან, რომელთანაც ვიზიტს ბევრი უკიდურეს აუცილებლობამდე დებს. მაგრამ სამედიცინო ტექნიკა ერთ ადგილზე არ ჩერდება და ისე ვითარდება, რომ ადამიანის მკურნალობა უპრობლემო და უმტკივნეულო გახდეს. მაგალითად, შესაძლებელია მან იგრძნოს ჩვენი შიში და დაძაბულობა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ცენტრის პაციენტები იღებენ სამაჯურს RFID-ით, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში მათი იდენტიფიციტრების საშუალებას იძლევა. ეს სანიშნე ასევე აფიქსირებს პაციენტის ადგილმდებარეობას და როგორ და რამდენჯერ იყო გამოყენებული სტომატოლოგიური ინსტრუმენტები. ცენტრში სტომატოლოგიური სავარძლები ზომავს ასევე პაციენტის პულსსა და სისხლში ჟანგბადის დონეს, აანალიზებს სტრესის დონეს.

პაციენტს აღარ სჭირდება ტკვილის ექიმისთვის შეტყობინება. ინფორმაცია თავად გადაეცემა ექიმს. სავარძელში ასევე დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც იწერენ პროცედურას შემდგომი ანალიზისთვის. შესაძლებელია მომავალში იგი სახის ამოცნობის ალგორითმით აღიჭურვოს, რომელიც ასევე ტკივილისა და სტრესის დონეს განსაზღვრავს.

უნივერსიტეტის ექიმები იმედოვნებენ, რომ ადამიანის სტომატოლოგთან თითოეული ვიზიტი ნაკლებად შემაწუხებელი იქნება. ეს
ტექნიკა სტომატოლოგიური პროცედურების სტანდარტიზაციის შესაძლებლობასაც იძლევა. პირის ღრუში მიმდინარე პროცესების დანახვა ძნელია და შესაბამისად თანმიმდევრული სურათის შედგენაც რთულია. ახალი მონაცემებით კი შესაძლებელი იქნება პაციენტის კბილის მდგომარეობის ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირება და კიბოს, დიაბეტის ან გულის დაავადებების პირველი ნიშნების უფრო სწრაფად აღმოჩენა.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბის ტკივილი უბრალო კბილის ტკივილის გარდა, გულის შეტევის მანიშნებელიც კი შეიძლება იყოს.
მოზრდილ ადამიანს პირის ღრუში 32 კბილი აქვს. მათგან 4 სიბრძნის კბილია. სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ კბილების მიმდებარე ქსოვილებში აღმოჩენილი პათოგენები ხელს უწყობენ პირის ღრუს ძალიან აგრესიული ტიპის კიბოს განვითარებას.
სტომატოლოგ-პაროდონტოლოგები ყველაზე ხშირად აწყდებიან კბილებზე ყავისფერ ნადებს - ეს კბილის ქვაა,
ვაშინგტონის უნივერსიტეტში С ვიტამინის ნაკლებობას უკავშირებენ ღრძილებიდან სისხლდენას.
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად