“კბილებიანი” პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“კბილებიანი” პრობლემები

ამ სქემაში შეიძლება აღინიშნებოდეს გადახრებიც, ზოგიერთი ბავშვი კი საერთოდ კბილებით იბადება!

ბავშვთა უმრავლესობას კბილებთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს. კბილები უბრალოდ და უმტკივნეულოდ ჩნდება. კბილების რაოდენობა სწრაფი ან ნელი განვითარების მაჩვენებელი არ არის. თუ ბავშვი წუხს კბილების ამოჭრისას, გაღიზიანებულია, უარს ამბობს ჭამაზე და სულ წყლის დალევა უნდა – ეს სიმპტომები მარტო კბილების ამოჭრას არ ახასიათებს, ამიტომ დედას ყურადღება მართებს, რომ სხვა შესაძლო მიზეზები არ გამოეპაროს.

ხშირად ახალი კბილების ამოსვლის წინაპირობა ჭარბი ნერწყვდენაა. ბავშვს ყველაფრის ღეჭვის სურვილი აქვს, რაც კი ხელში ხვდება.

კბილის ტკივილი – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ პატარას ამან განსაკუთრებული უხერხულობა შეიძლება შეუქმნას. რადგან ის ზუსტად ვერ ხსნის, რა სტკივა.

კბილების ამოჭრამ შეიძლება შესივებული ღრძილების ტკივილი გამოიწვიოს. 2 წლის ასაკისთვის უკვე ყველა კბილი ამოსულია, ამიტომ ამ ასაკის შემდეგ პირის ღრუში ტკივილის მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს.

დაცემამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი, ამის დიაგნოსტირება პირველ ხანებში ძნელია. ამისათვის საჭიროა პირის ღრუს დათვალიერება – ხომ არ აქვს ბავშვს პირის ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დაჟეჟილობა, პირში სისხლდენა. კბილის ტკივილისას აუცილებელია სტომატოლოგის კონსულტაცია. საწყისმა კარიესმაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი და ვიდრე დაშლილ კბილს აღმოაჩენდეთ, შესაძლოა ბავშვი ეპიზოდურ ტკივილს უჩიოდეს.

პროფილაქტიკა

კარიესი და ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკა შესაძლებელია. მიაჩვიეთ ბავშვი ადრეული ასაკიდან პირის ღრუს მოვლას და მას მთელი ცხოვრება ჯანსაღი კბილები ექნება. ღრძილების დაავადებები მცირე ასაკში იშვიათია, მაგრამ კარიესი ყველაზე პატარების პრობლემაც კი შეიძლება გახდეს.

  • შეზღუდეთ შაქრისა და ტკბილი სასმელების რაოდენობა, რაც უფრო ხშირად ეტანება ბავშვი შაქარს, მით მეტია კარიესის ალბათობა;
  • ფთორის შემცველი კბილის პასტით კბილების რეგულარული ხეხვა კარიესის პროფილაქტიკაა;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები შეცვალეთ უფრო სასარგებლო, უშაქრო სასმელებით – მცენარეული ჩაით, ასკილის ნაყენით;
  • არასოდეს მისცეთ ბავშვს ტკბილი სასმელი იმ ბოთლით, რომელსაც ის ღამის განმავლობაში წოვს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილების რღვევა;
  • მცირე ასაკიდანვე (რეკომენდებულია 2 წლიდან) სტომატოლოგის კონსულტაცია პრობლემების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და მათი დროული ლიკვიდაციის საწინდარია.

კბილების წმენდა

მიაჩვიეთ ბავშვი კბილების გახეხვას საუზმის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია კბილების დიდხანს ჯანმრთელად შესანარჩუნებლად.

კბილების წმენდა ბავშვს მათი ამოსვლისთანავე დაუწყეთ. თავიდან გამოიყენეთ თითზე დახვეული რბილი ქსოვილი, შემდეგ კი თანდათანობით გადადით საბავშვო კბილის ჯაგრისზე. გამოიყენეთ საბავშვო, ფთორის შემცველი კბილის პასტა, რომ აირიდოთ კბილების დაშლა. საბავშვო კბილის პასტის ფორმულა ისეთია, რომ ისინი შეიცავს აუცილებელი რაოდენობის ფთორს და ამავდროულად გემოც სასიამოვნო აქვს. ასწავლეთ ბავშვს კბილების გამოწმენდა, თავიდან აქტიურად მოეხმარეთ. ბავშვს ახალ-ახალი კბილის ჯაგრისი უყიდეთ და შეეცადეთ კბილების წმენდა მხიარულ საქმიანობად გადააქციოთ.

თითის წოვა

მშობლები თითის წოვას ტრაგიკულად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ეს ცუდია კბილებისთვის. თუმცა ეს ჩვევა იშვიათად აზიანებს კბილებს და ბავშვი თავისთავად ივიწყებს მას.

თითს შეიძლება ბავშვი თავდაჯერებულობის შესაძენად წოვს. აკრძალვით კი თქვენ დამამშვიდებელ საშუალებას უსპობთ მას.

თუ ბავშვს თითის წოვის ან სხვა რამე ზეწოლის გამო კბილები მცირედით წინ წამოუვიდა, ჩვეულებრივ, ისინი თავის ადგილას ბრუნდება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, როგორც კი ბავშვი თითის წოვას გადაეჩვევა.

ზოგჯერ ბავშვი დიდი ხნის მანძილზე ვერ თავისუფლდება ამ ჩვევისგან, მაშინ საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, რომ გამოირიცხოს შფოთვის სიმპტომები, რასაც შეიძლება ის თითის წოვით ახშობდეს.