მანიკა ასათიანის ჯანსაღი ცხოვრების სამი წესი: სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მანიკა ასათიანის ჯანსაღი ცხოვრების სამი წესი: სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და ძილი

მშურს ყველა იმ ადამიანის, ვისაც შეუძლია საკვებზე, ტკბილზე, ცომზე თქვას უარი და ფიზიკური აქტივობა სიამოვნების მომტანი იყოს მათთვის.

თუმცა ნელ-ნელა ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღად და ეს ყველაფერი მეც ცხოვრების წესად გავიხადო. ჩემთვის ამ ეტაპზე ისიც წინსვლაა, რომ თავიდან ამ ყველაფრის გაკეთება უფრო მიჭირდა, ახლა კი ნაკლებად მიჭირს.

- ანუ შენ უკვე დაიწყე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება?

- ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყე ინტენსიური ვარჯიში. ვცდილობ ამის პარალელურად კვების საკითხიც გამოვასწორო. თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და თუ ამ ყველაფერს ცხოვრების წესად გავიხდი, ერთ წელიწადში ალბათ მივაღწევ იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრება მოთხოვნილებადაც კი გადამექცევა. მყავს პირადი მწვრთნელი, რომელმაც, ასე რომ ვთქვათ, თავის თავზე აიღო, რომ წონასაც დამაკლებინებს და ფორმაშიც ჩამაყენებს (იცინის). ვარჯიში ერთგვარი ანტიდეპრესანტის ფუნქციასაც ასრულებს და დიდი ენერგიით გავსებს.

- რას ურჩევდი იმ ადამინებს, რომლებიც შენსავით ახლა იწყებენ ჯანსაღად ცხოვრებას?

- მთავარია მონდომება და ნებისყოფა. საქმის დაწყება ადვილია, რთულია მისი გაგრძლება, დასახული მიზნის მიღწევა. რა თქმა უნდა, იქნება ჩავარდნებიც, მაგრამ მთავარია გაგრძელება - ამას მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ჩვენი სამზარეულოს სპეციფიკიდან გამომდინარე ადამიანს ძალაუნებურად უწევს არასწორი კვება, მაგრამ ამის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად აუცილებელია განტვირთის დღეების გაკეთება, ვინც ვერ ვარჯიშობს - ფეხით სიარული, მასაჟის პროცედურების გაკეთება და ა.შ.

- როგორი, შენი აზრით, ჯანსაღი ადამიანი?

- ჯანსაღი ადამიანი არის ჯანმრთელი ადამიანი, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ცხოვრების სწორ წესზეა დამოკიდებული, მაგრამ, უპირველესად, ალბათ ადამიანის სიჯანსაღე მისი სულიერი სიჯანსაღიდან უნდა მოდიოდეს.