მანიკა ასათიანის ჯანსაღი ცხოვრების სამი წესი: სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და ძილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

მანიკა ასათიანის ჯანსაღი ცხოვრების სამი წესი: სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და ძილი

მანიკა ასათიანის ჯანსაღი ცხოვრების სამი წესი: სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და ძილი
- მანიკა, რა არის შენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

- ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრება ასოცირდება კვებასთან, აქტიურ ცხოვრებასა და ძილთან. თუმცა მე ამ ყველაფერს ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ნაკლებად ვახერხებ. ჩემი დღე საკმაოდ გრძელია. დილით 6 საათზე მიწევს ადგომა, შესაბამისად, დღის განმავლობაში უფრო მეტ საკვებს ვიღებ, ვიდრე ჩვეულებრივ იღებენ ხოლმე. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ტკბილი. მშურს ყველა იმ ადამიანის, ვისაც შეუძლია საკვებზე, ტკბილზე, ცომზე თქვას უარი და ფიზიკური აქტივობა სიამოვნების მომტანი იყოს მათთვის.

თუმცა ნელ-ნელა ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღად და ეს ყველაფერი მეც ცხოვრების წესად
გავიხადო. ჩემთვის ამ ეტაპზე ისიც წინსვლაა, რომ თავიდან ამ ყველაფრის გაკეთება უფრო მიჭირდა, ახლა კი ნაკლებად მიჭირს.

- ანუ შენ უკვე დაიწყე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება?

- ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყე ინტენსიური ვარჯიში. ვცდილობ ამის პარალელურად კვების საკითხიც გამოვასწორო. თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა ადამიანი ყველაფერს
ეჩვევა და თუ ამ ყველაფერს ცხოვრების წესად გავიხდი, ერთ წელიწადში ალბათ მივაღწევ იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრება მოთხოვნილებადაც კი გადამექცევა. მყავს პირადი მწვრთნელი, რომელმაც, ასე რომ ვთქვათ, თავის თავზე აიღო, რომ წონასაც დამაკლებინებს და ფორმაშიც ჩამაყენებს (იცინის). ვარჯიში ერთგვარი ანტიდეპრესანტის ფუნქციასაც ასრულებს და დიდი ენერგიით გავსებს.

- რას ურჩევდი იმ ადამინებს, რომლებიც შენსავით ახლა იწყებენ ჯანსაღად ცხოვრებას?

- მთავარია მონდომება და ნებისყოფა. საქმის დაწყება ადვილია, რთულია მისი გაგრძლება, დასახული მიზნის მიღწევა. რა თქმა უნდა, იქნება ჩავარდნებიც, მაგრამ მთავარია გაგრძელება - ამას მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ჩვენი სამზარეულოს სპეციფიკიდან გამომდინარე ადამიანს ძალაუნებურად უწევს არასწორი კვება, მაგრამ ამის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად აუცილებელია განტვირთის დღეების გაკეთება, ვინც ვერ ვარჯიშობს - ფეხით სიარული, მასაჟის პროცედურების გაკეთება და ა.შ.

- როგორი, შენი აზრით, ჯანსაღი ადამიანი?

- ჯანსაღი ადამიანი არის ჯანმრთელი ადამიანი, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ცხოვრების სწორ წესზეა დამოკიდებული, მაგრამ, უპირველესად, ალბათ ადამიანის სიჯანსაღე მისი სულიერი სიჯანსაღიდან უნდა მოდიოდეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
აღმოსავლური მედიცინა გვამცნობს - ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი ბედნიერია, რადგან ის ჯანმრთელია და ფლობს
13-08-2019
ძილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, პროცესი, როცა ნერვული სისტემა ისვენებს და ფსიქიკა განიტვირთება.
04-10-2018
თუ გვინდა, რომ ფეხები ლამაზიც გვქონდეს და დატვირთვასაც უძლებდეს, საჭიროა მათი გულდასმით მოვლა,
05-09-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
ბრძოლები ჩვენს შიგნით - ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანის იმუნური უჯრედები.
ასეთი იქნებოდა მსოფლიო, მისი მოსახლეობა მხოლოდ 100 ადამიანს რომ შეადგენდეს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, იმ ათი დაავადების სია, რომელთა მიზეზითაც მსოფლიოში
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად