ხანძარი – სტიქიური უბედურება, რომლის შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ხანძარი – სტიქიური უბედურება, რომლის შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ

ხანძარი – სტიქიური უბედურება, რომლის შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ
ხანძარი სტიქიაა, რომლის შეჩერებაც ადვილი არ არის. შეუძლებელია გავექცეთ ამ სტიქიურ უბედურებას. ხანძრებს ბევრი განსაცდელი მოაქვს ადამიანებისთვის და ხშირად ადამიანთა სიცოცხლესაც შეიწირავს. ხანძრის მიზეზი კი ხშირად ერთი ჩაუქრობელი ასანთი ან სიგარეტი ხდება ხოლმე.
შენობებში დღეს უკვე ამონტაჟებენ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებს და თითქმის ყველგან არის ცეცხლმაქრები, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ცეცხლმაქრი უბრალოდ გამოუსადეგარია.

ძალიან საშიშია ზაფხულში ბუნებაში პიკნიკებზე სიარული, თუკი ადამიანებმა არ იციან სახანძრო უსაფრთხოების და ტყეში მოქცევის წესები. თუ ცეცხლს ბოლომდე არ ჩააქრობთ და თუნდაც გაღვივებულ ნაკვერჩხალს დატოვებთ, ის შეიძლება საშინელ
ხანძრად გადაიქცეს, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებსაც აღარ შეეძლებათ.

ბოლო წლებში საქართველოში უკვე მერამდენედ არის ტყის მასივის გადაწვის ასეთი შემთხვევა. 2008 წელს ასამდე ჰექტარი ტყე დაიწვა ბორჯომის ხეობაში, დღეს მიმდინარე ხანძარმა კი უკვე 12 ჰექტარი გაანადგურა.
ზოგადად ხანძარი ადვილად ვრცელდება ერთი ადგილიდან მეორეზე და ანადგურებს ყველაფერს, რაც
გზაზე ხვდება. ძოგჯერ ხანძრის მიზეზი ძლიერი სიცხეც ხდება ხოლმე.

ტყის მასივების წვისას ხანძრის გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქარიან ამინდს და აგრეთვე ნიადაგს, რომელიც წიწვოვან-ფოთლოვანი ნარჩენების მრავალი ფენით არის დაფარული, ამიტომ, როცა სტიქიის დამორჩილება შეუძლებელია, ხანძრის ლოკალიზაციისათვის აუცილებელია ნიადაგის გაჭრა ხანძრის კერის გარშემო, რათა ცეცხლის ამ გზით გავრცელება მაინც შეიზღუდოს.

ხანძართან ბრძოლისას ყველაზე მთვარია ყველა დამხმარე ძალის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, რათა არ წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი გართულებები. ხანძრის სტიქიასთან საბრძოლველად დღეს სახანძრო ტექნიკასთან ერთად გამოიყენება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც, ვერტმფრენები და ბოლო მოდელის მძიმე ტექნიკა. ზოგიერთ შემთხვევაში ხანძრის სტიქიისას საჭირო ხდება ხოლმე მოხალისეთა ჯგუფების ჩართვაც. მაგრამ მათი მოქმედება არ უნდა იყოს თვითნებური და აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს სტიქიასთან მებრძოლ შტაბთან, ასევე აუცილებელია, რომ მოხალისეები იყვნენ აღჭურვილი სათანადო იარაღებით და ტანსაცმლით, აგრეთვე იყვნენ ინფორმირებულნი სტიქიასთან ბრძოლის მეთოდების და ქცევის წესების შესახებ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
ბრძოლები ჩვენს შიგნით - ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანის იმუნური უჯრედები.
ასეთი იქნებოდა მსოფლიო, მისი მოსახლეობა მხოლოდ 100 ადამიანს რომ შეადგენდეს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, იმ ათი დაავადების სია, რომელთა მიზეზითაც მსოფლიოში
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად