ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი! - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი!
ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი!
mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის მიმართვა ანაკლიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

ალბათ ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება! ჩვენი შვილების თაობა მოტყუებულია! ისინი დააჯერეს, რომ "თავისუფლები" არიან და ეს თავისუფლება იმასაც გულისხმობს, რომ ნარკოტიკები უნდა მოიხმარონ. თურმე ნარკოტიკი არა თუ არაფერს უშავებს, სასარგებლოც კი ყოფილა ორგანიზმისთვის. მთელი ინტერნეტ-სივრცე გაჯერებულია ასეთი ცრუ ინფორმაციებით. mkurnali.ge-ზე რეგულარულად შემოდის შეკითხვები თინეიჯერებისგან და ითხოვენ, რომ დავუდასტუროთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი! ზოგჯერ მარიხუანას ერთჯერადი მოხმარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი
მოზარდის ფსიქიკა და ნერვული სისტემა სრულად დაანგრიოს. ამის უამრავი მაგალითია ჩვენთან, საიტზე და დაინტერესებულ პირებს მივაწვდი ასეთი მოზარდების შეკითხვების ლინკებსაც - რამდენიმე თვის წინ ერთხელ რომ მოწია და მას მერე ფსიქიატრიული პრობლემები აქვს. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკის მუდმივ მომხმარებლებზე... ფესტივალებს ატარებენ თურმე... ქვეყანა ვითარდება... ფესტივალის აუცილებელი
პირობა კი ის ყოფილა, რომ ნარკოტიკი უნდა მოიხმარო, ან ალკოჰოლით გაილეშო და ათასი სიბინძურე აკეთო. გართობის და ბედნიერების მწვერვალია - ვერაფერს იტყვი. ალკოჰოლზე რატომ არ წერთ, რომ ცუდიაო?! როგორ არ ვწერთ! ძალიან ხშირადაც ვწერთ, რომ ალკოჰოლიზმმა გაანადგურა ჩვენი თაობა - უუნარო გახადა ბევრი ადამიანი. და მერე რა შეღავათია, თუ ალკოჰოლის ნაცვლად ნარკოტიკებით დაიღუპავთ თავებს? უკეთესი გგონიათ? არ არის ასე, გატყუებენ, თვალში ნაცარს გაყრიან, ჩვენო შვილებო! ეს მათი პროპაგანდაა, ვინც ნარკომაფიით მილიარდებს აკეთებს თქვენი სიცოცხლის ხარჯზე. ამ მაფიაში ხომ ბვერი ქვეყნის სახელმწიფო ჩინოსანიც არის ჩართული. ნუ მოტყუვდებით! გთხოვთ! გაბრუებული და გამოთაყვანებული ერი სჭირდება მას, ვინც ამ სისულელეებში გარწმუნებთ. გამოფხიზლდით და ნუ დაიღუპავთ თავებს!
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეგობრებო, მკურნალი.გე-ს სარედაქციო ჯგუფმა საიტის დაარსების დღიდან
18-07-2018
თამარ მამაცაშვილი - mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი: დღე არ გავა, რომ ქართველი ექიმების კომპეტენტურობაში ეჭვის შესატანად სტატია არ დაიწეროს ინტერნეტ-სივრცეში,
07-07-2018
ფარმაკოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა მისი ფუნდამენტური ნაწილი უცვლელია
05-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.

“შორეულ იაპონიაში როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარკვეული იყო რაღაცეებში და თავის თავს უვლიდა.

როდესაც საზღვრის გადაკვეთისას ჩნდება სამკურნალო საშუალებების გადატანის საჭიროება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი
დაიცავით ეს 10 წესი და იყავით ჯანმრთელნი!
ხანძარი სტიქიაა, რომლის შეჩერებაც ადვილი არ არის. შეუძლებელია გავექცეთ ამ სტიქიურ უბედურებას.
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს