სერიალ "გაბოროტებულის" გავლენა რეალურ ცხოვრებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სერიალ "გაბოროტებულის" გავლენა რეალურ ცხოვრებაზე

მთავარი პერსონაჟი ქიმიკოსი უოლტერ უაითია, რომელიც სკოლის მასწავლებლიდან მეტამფეტამინის დამამზადებლად იქცევა. მნიშვნელოვანია მისი გავლენაც რეალურ ცხოვრებასა და რეალურ ადამიანებზე. მისი გამოსვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გამჭვირვალე მეტამფეტამინის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მეტამფეტამინი ამფეტამინის რიგის თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წარმოადგენს ფსიქოსტიმულატორს მიჩვევის მეტად მძლავრი პოტენციალით. სერიალის გამოსვლის შემდეგ მეტამფეტამინის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა. იქ მოხმარების დონე 51 პროცენტით გაიზარდა. ასევე, განსაკუთრებული ზრდა დაფიქისრდა დიდ ბრიტანეთში.

პროფესრომა ელის ქეშმორმა, რომელიც პოპულარული ადამიანებისა და მათი გავლენის საკითხებზე მუშაობს, აღნიშნა, რომ სერიალი საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენაში დამნაშავეა. მისი განმარტებით, მართალია, სერიალი წამლის პოპულარიზაციას მიზანმიმართულად არ ახდენს, მაგრამ საზოგადოებაში მისდამი ინტერესს ნამდვილად აღვივებს. ფაქტობრივად, ყველა სერია მეტამფეტამინისადმი ინტერესის წარმოშობასა და გაზრდას ემსხურება.

"ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი ჯესი, რომლის როლსაც აარონ პოლი არსულებს და რომელიც წამალდამოკიდებულია, დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი სექს-სიმბოლოა. ის ფაქტი, რომ ჩვენი საყვარელი გმირი მეტამფეტამინს იღებს, ავტომატურად აჩენს ინტერესს ამ წამლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სერიალი წამალს ყველაზე ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს, ის მაინც ბევრის გონებაში იბეჭდება. მისი უარყოფითი გავლენის ჩვენებას შეიძლება ბუმერანგის ეფექტი ჰქონდეს," - აღნიშნავს ელის ქეშმორი.

სერიალში ის ადგილებიც კია მოხსენიებული, სადაც მეტამფეტამინის თავისუფლად იშოვება. დღეს პრაღა კრისტალური მეტამფეტამინის ინდუსტრიის ეპიცენტრია. სერიალში კი ვუყურებთ, როგორ შეაქვთ წამალი ნიუ მექსიკოდან ჩეხთში. მეტამფეტამინის ლაბორატორიები აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთშიც.

სერიალის გამოსვლის შემდეგ, წამლის მწარმოებლებმა გამჭვირვალე მეტამფეტამინისთვის საკვების ლურჯ საღებავის დამატება დაიწყეს, შედეგად მის ფერს სერიალში არსებული მეტამფეტამინის ფერს ამსგავსებდნენ. ამით ცდილობდნენ მომხმარებელი დაერწუნებინათ, რომ ის უფრო ძლიერი იყო და შესაბამისად, უფრო მაღალ ფასადაც ყიდდნენ. რეალურად კი სუფთა მეტამფეტამინი გამჭვირვალეა. მეტიც, შეუძლებელია ისეთი ლურჯი ფერის მეტამფეტამინის მიღება, როგორც ამას სერიალში გმირები აკეთებენ.

#ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.