ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ასე ქვია 7 ტომეულს, რომელიც"პალიტრა L"-მა მოამზადა. მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია რომ მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცონო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია, ისიც რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20 კაციანი გუნდი მუშაობს. მაშტაბურ ექიმთა ჯგუფს საქართველოს მედიცინის ცნობილი დოქტორები ბატონი გურამ კიკნაძე და გივი ჯავაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

"ეს სასარგებლო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე არაპროფესიონალებისთვის და სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ინფორმაცია უაღრესად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. ეს არის უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია". გურამ კიკნაძე

"სამუშაო არის ძალიან შრომატევადი. წიგნი არის ძალიან მოცულობითი და ის შეეხება ფაქტობრივად მედიცინის ყველა საკითხს, ყველა სფეროს. შესაბამისად სამუშაო ძალიან დიდია, ჩვენ შევეცადეთ რომ მაქსიმალურად ისე ყოფილიყო გადმოქართულებული, რომ გასაგები ყოფილიყო ყველა ტიპის მკითხველისათვის". გივი ჯავაშვილი

ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის ადაპტირებულია როგორც ყველა პროფესიონალზე, ასევე არაპროფესიონალებზე, რომელთაც სურვილი აქვთ სამედიცინო სფეროში მეტი ცოდნა შეძინონ.

"ეს გახლავთ ჯანმრთელობის სფეროში მსოფლიო ლიდერის, კომპანია მერკის მიერ მომზადებული ფუნდამეტური ნაშრომი, ფუნდამეტური კვლევა. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" 1 ტომი უკვე გამოვიდა 1 მაისს ქსელში და ერთი კვირის განმავლობაში ის აქციის სახით იყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. წიგნს სპეციალური ფასი ექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. იგი 15.00 ლარი ღირს გაზეთთან ერთად, ერთი კვირის შემდეგ გადაინაცვლებს მაღაზიის თაროებზე და ჩვეულებრივ ოდნავ განსხვავებული ფასით მიეწოდება მკითხველს". მაია ალუდაური, გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი.

ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. წიგნი 7 ტომად გამოიცემა და პირველი მაისიდან თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.