"გაბოროტებულის" მთავარი გმირის, კრიმინალის უოლტერ უაითის როლის შემსრულებლი მსახიობი, რომელსაც პოლიციელობა სურდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"გაბოროტებულის" მთავარი გმირის, კრიმინალის უოლტერ უაითის როლის შემსრულებლი მსახიობი, რომელსაც პოლიციელობა სურდა

ბრაიანი არის ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისროსი და პროდიუსერი. "გაბოროტებულში" შესრულებული როლით ის წარდგენილი იყო Emmy Awards-ის 4 ნომინაციაზე, Golden Globe-ის 5 ნომინაციაზე და ერთში გაიმარჯვა, შცრეენ Actors Guild Awards-ის 9 ნომინაციაზე და ოთხში გაიმარჯვა, Satellite Awards-ის 6 ნომინაციაზე და ოთხში გაიმარჯვა. ამავე როლისთვის ის დასახელდა 8 მსახიობს შორის, რომლებმაც ტელევიზია ხელოვნებად აქციეს.

ბრაიანი კალიფორნიაში 1956 წლის 7 მარტს დაიბადა. მისი დედა რადიო წამყვანი იყო, მამა კი - მსახიობი.

ბრაიანს პირველი ცოლისგან მიშელ ლუის მიდლტონისგან შვილი არ ყოლია. 1989 წელს დაქორწინდა რობინ დიარდინზე, რომელიც ასევე მსახიობია. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და მათ ერთი შვილი ჰყავთ. მომავალ მეუღლეს 1984 წელს შეხვდა ამერიკულ სატელევიზიო სერიალ Airwolf-ის გადაღებისას.

თავდაპირველად ბრაიანს მსახიობობა სულაც არ სურდა. მას უნდოდა პოლიციელი ყოფილიყო. ამ მიმართულებით განათლებაც კი მიიღო და 1976 წელს Los Angeles Valley College დაამთავრა. მის მშობლებსაც არ უნდოდათ, რომ ბრაიანი მსახიობი ყოფილიყო. საბოლოოდ ამ პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება თითქმის 30 წლის ასაკში მიიღო. სამსახიობო კარიერა კი კალიფორნიაში Granada Theatre-ში დაიწყო. მას თეატრი დღემდე ძალიან უყვარს და კალიფორნიაში თეატრის Cinemas Palme d'Or in Palm Desert-ის თანამფლობელია.

სატელევიზიო სერიალების პარალელურად, ბრაიანი ხშირად გვხვდება მხატვრულ ფილმებშიც. სამი ფილმი, რომელშიც ის თამაშობს Saving Private Ryan (1998), Little Miss Sunshine (2006) და Argo (2012) ოსკარის დაჯიდლოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. Argo აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. 2016 წელს კი ის თავად იყო ნომინირებული ოსკარზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში Trumbo.

ბრაიანის ჰობი დრამზე დაკვრაა. მას ძალიან უყვარს ჰავაიზე მოგზაურობა. მოგზაურობა ახალგაზრდობიდნავე ძალიან უყვარდა. ადრეულ ასაკში ძმასთან ერთად აშშ-ის მასშტაბით იმოგზაურა მოტოციკლეტით. ეს მოგზაურობა 2 წელი გაგრძელდა.

ბრაიანის მიერ შესრულებული განსაკუთრებული პერსონაჟის უოლტერ უაითის სანახავად #ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათზე GDS-ზე.