საინტერესო ფაქტები სერიალზე "გაბოროტებული"- ნაწილი მეორე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ფაქტები სერიალზე "გაბოროტებული"- ნაწილი მეორე

1. 2008 წელს, სერიალის გამოსვლის შემდეგ, წამლის მწარმოებლები გამჭვირვალე მეტამფეტამინის საკვების ლურჯ საღებავს უმატებდნენ და მის ფერს სერიალში არსებული მეტამფეტამინის ფერს ამსგავსებდნენ. ამით ცდილობდნენ მომხმარებელი დაერწუნებინათ, რომ ის უფრო ძლიერი იყო და შესაბამისად, უფრო მაღალ ფასადაც ყიდიდნენ. რეალურად კი სუფთა მეტამფეტამინი გამჭვირვალეა. მეტიც, შეუძლებელია ისეთი ლურჯი ფერის მეტამფეტამინის მიღება, როგორც ამას სერიალში გმირები აკეთებენ.

2. "ვისაც კომედიური როლის შესრულება შეუძლიამ ის აუცილებლად შეასრულებს დრამატულ როლსაც", - ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სერიალის რეჟისორი მსახიობების შერჩევისას. ასევე, აღსანიშნავია, რომ სერიალის მსახიობების მთავარი გუნდის ყველა წევრი 1,8 მეტრზე დაბალია.

3. სერიალის ორი ქასთინგის დირექტორი შარი როდეს და გვინ სავაჯი გადაღების დროს 32 დღიანი შუალედით დაიღუპნენ.

4. სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსულებელი აარონ პოლი პროფესიით მსახიობი არაა და სამსახობიო კურსებიც კი არ აქვს გავლილი.

5. სერიალის მთავარი გმირი უამრავ დანაშაულს ჩადის. მათ შორისაა ფულის გათეთრება, მკვლელობა, არალეგალური და ძალიან საშიში წამლების შექმნა და დისტრიბუცია. ამის მიუხედავად სერიალის გულშემატკივრების უდიდესი ნაწილის ანტიპათიას ქალი პერსონაჟი სკაილერი იმსახურებს.

6. მარკ მარგოლისმა, რომელიც ჰექტორ სალამანკას როლს თამშობდა სერიალში, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მანერები და შესრულების სტილი დედინაცვლის გავლენას განიცდიდა. ისიც კერძო კლინიკაში ცხოვრობდა სერიალის გმირის მსგავსად და სიხარულს სახის მიმიკებით გამოხატავდა ხოლმე. მარკმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ სერიალის მე-5 სეზონი ნანახი არ ქონდა. მარგოლისის განმარტებით, ის აღნიშნულ სეზონში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, მისი ნახვის მიზეზიც არ ქონდა.

7. ბრაიან კრანსტონი სერიალში გადაღებამდე მკვლელობისთვის იძებნებოდა. ერთ-ერთი ინტერვიუში მსახიობმა გაიხსენა პერიოდი, როცა ის და მისი ძმა მიმტანად მუშაობდნენ. ბრაიანი ყვება, რომ რესტორნის ხელმძღვანელი პიტერ ვონგი ბოროტი ადამიანი იყო. მნიშვნელობა არ ქონდა, როგორ ვინ როგორ ექცეოდა, მას მაინც ყველა სძულდა. ერთ დღეს კი ის მოკლული იპოვეს. სამწუხაროდ, ეჭვი ძმებზე აიღეს, რადგან ისინი სამსახურიდან სწორედ იმ დღეებში წავიდნენ. მკვლელის პოვნამდე ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ.

#ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.