რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში

ტრადიციულად, მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინს დიდი გავლენა აქვს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავებას იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თანამედროვე კვლევებით კი ეს სურათი იცვლება და რისკ დაავადებების რაოდენობა ბევრად იფრო იზრდება.

"უკანასკნელი პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. აღმოჩენილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორების დიდი რაოდენობა არის თავის ტვინში და ითვლება, რომ სწორედ მისი მაღალი დონე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. საუბარია იმაზე, რომ დეპრესია, მახსოვრობის დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინის დეფიციტს. ეს გუნება-განწყობილებაზე დაკვირვებითაც ცხადი ხდება. თუ დიდი ხნის განმავლობაში მზიანი ამინდი არ არის, როგორც წესი, ჩვენი განწყობაც იცვლება. შეფასებულია, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში დეპრესიის დონე უფრო მაღალია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ D ვიტამინი მზის ინსოლაციის პირობებში გამოიყოფა. თუმცა ბუნებრივად ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება საქართველოში ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია მისი მედიკამენტური ფორმით მიღება," - განმარტავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ხერხეულიძე.

mkurnali.ge

კვლევები ადასტურებენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი იმუნიდეფიციტთან კავშირშია. მისი ნაკლებობის პირობებში იზრდება ინფიცირების რისკი. მეორე მხრივ, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს აუტოიმუნური დაავადებების განვითარებაზეც.

"დადგენილია, რომ რევმატიული დაავადებების დროს საგრძნობლა დაქვეითებულია D ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში. ეს მიუთითებს ამ ვიტამინის მიღების აუცილებლობაზე როგორც დაავადებულ პაციენტებში, ასევე ჯანმრთელებში პრევენციის მიზნით. სწორედ D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული ასეთი ხშირის დაავადება ბავშვებში - რახიტი და ხანდაზმულებში - ხშირი მოტეხილობები. ამიტომაც D ვიტამინის ყოველდღიური მიღება აუცილებელია," - განმარტავს იაშვილის სახლეობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა რევმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი მაკა იოსელიანი.

ექიმების განმარტებით, D ვიტამინის საჭირო რაოდენობის ბუნებრივი გზით მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამერიკის პედიატრთა აკადემია რეკომენდაცის უწევს, რომ D ვიტამინი ყველა ადამიანმა მუდმივად უნდა მიიღოს, თუ ისინი გარეთ არ მუშაობენ და ხშირად მაღალი ინსოლაციის პირობებში არ იმყოფებიან.

mkurnali.ge

"ოკეანის ცხიმიანი თევზები შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. მხოლოდ ამ პროდუქტების საშუალებითაა შესაძლებელი კვებით ორგანიზმში D ვიტამინის საჭირო რაოდენობის შენარჩუნება.ბევრ ქვეყანაში რძის პოდუქტები არის D ვიტამინით გამდიდრებული. თუ ადამიანი ასეთ რძეს ყოველდღიურად 1 ლიტრზე მეტს იღებს, მაშინ მას მედიკამენტურად D ვიტამინის მიღება აღარ დასჭირდება. ქართული ნაციონალური რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ამ ვიტამინის დამატება. თუმცა გლობალური მიდგომები იცვლება და ახლა საუბარია, რომ მისი მიღება 18 წლამდე აუცილებელია," - ამბობს მაია ხერხეულიძე.

ხერხეულიძის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინის პრევენციული მიღება ჩვილებისთვის, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან. ხელოვნული საკვები D ვიტამინით გამდიდრებულია. თუმცა მისი აუცილებელი დღიური დოზის მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 700 მლ ხელოვნურ რძეზე მეტს იღებს დღიურად.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე D ვიტამინი რამდენიმე მედიკამენტის სახითაა წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ კი გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი საშუალება ვიტაფეროლი D3, რომლის მწარმოებელიც კომპანია "ვალმარკია". ვიტაფეროლის გამოჩენასთან დაკავშირებით "ვალმარკის" საქართველოში წარმომადგენლობამ კონფერენციაც გამართა, რომელსაც 200-მდე ფართო თუ ვიწრო პროფილის პედიატრი ესწრებოდა. მათ მიიღეს ინფორმაცია D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებებისა და მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალების ვიტაფეროლი D3-ის შესახებ.

mkurnali.ge

კონფერენციის ორგანიზებაში "ვალმარკის" პარტნიორია ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", რომელიც ფართო საზოგადოების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ცნობეიერების ამაღლებაზე მედიკამენტებისა და დაავადებების შესახებ აქტიურად მუშაობს. კონფერენციის ბოლოს "ოჯახის მკურნალის" ორგანიზებით გაიმართა გათამაშება, სადაც სამედიცინო ლიტერატურა გათამაშდა. დამსწრე ექიმება საჩუქრად მიიღეს ვიტაფეროლი D3-იც, რომ ის თავად გამოეცადათ.

"ვიტაფეროლი D3-ს გამოშვების განსხვავებული ფორმა აქვს, რაც მიღებისთვის მეტად მოსახერხებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად მოახერხოს დაავადების მკურნალობა და პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიტაფეროლში წარმოდგენილი D ვიტამინის რაოდენობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომდირებული დღიური სადღეღამისო დოზა," - განმარტავს "ვალმარკის" მარკეტინგის მენეჯერი ლელა სიხარულიძე.

ზოგადად, "ვალმარკის" ბრენდი საქართველოში უკვე 2 წელია და 32 მედიკამენტითაა წარმოდგენილი. ეს არის ლიდერი კომპანია ევროპის ბაზარზე ოტისის ჯგუფის მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს შორის.

R