ექიმი ჰაუსის წარუმატებლად დასრულებული სასიყვარულო ისტორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმი ჰაუსის წარუმატებლად დასრულებული სასიყვარულო ისტორიები

სტეისი უარნერი ექიმი ჰაუსის ის მეგობარი ქალბატონია, რომელიც პირველად ჩნდება სერიალში. ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, როდესაც ჰაუსმა გოლფის თამაშის დროს ფეხი დაიზინა. დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და მისი მუხლის კუნთების ნაწილი მოკვდა. სტეისი გრეგორის სურვილის საწინააღმდეგოდ მოიქცა, როცა ის ქიმიურად გამოწვეულ კომაში იყო. ამ დროს ჰაუსს მკვდარი კუნთები ამოაჭრეს, რამაც მას მუდმივი ტკივილი დაუტოვა. ჰაუსმა ეს ვერ აპატრია უარნერს და ისინი დაშორდნენ.

ჰაუსი და უარნერი 5 წლის შემდეგ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს პირველი სეზონის დასასრულში იყო. ამ ეპიზოდში სტეისის უნდოდა, რომ გრეგორის მისი ქმრისთვის მარკისთვის ემკურნალა. ჰაუსმა სწორი დიაგნოზი დაუსვა მარკს და დაავადების გამო ის იძულებული გახდა გარკვეული პერიოდი კლინიკაში გაეტარებინა. ამ დროს სტეისი კლინიკის ადვოკატი გახდება. ის და გრეგორი კვლავ ერთად იქნებიან და სტეისი გადაწყვეტს, რომ ჰაუსის გამო მარკი მიატოვოს. თუმცა მას ბოლო მომენტში გრეგორი ეტყვის, რომ მარკს დაუბრუნდეს, რის შემდეგაც წყვილი ქალაქს დატოვებს.

ლიზა ქადი სერიალის პირველი 7 სეზონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ის კლინიკაში კათედრის ხელმძღვანელი და ჰაუსისა და უილსონის ხელმძღვანელი იყო. ლიზა ქადის მცირე პრაქტიკული გამოცდილება და ადმინისტრაციული საქმიანობის დიდი ისტორია აქვს.

სერიალში ხშირად გაჟღერდა აზრი, რომ ლიზას შვილის ყოლა უნდოდა. მან ორჯერ ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა, თუმცა ორივე უნებლიე მუცლის მოშლით დასრულდა.

ასევე, წარუმატებლად დასრულდა მისი და ჰაუსის ურთიერობაც.

ჰაუსის ყოფილი ცოლი დომინიკა პეტროვა სერიალის ბოლო 2 სეზონში ჩნდება. მათი ქორწინება მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ დომინიკას აშშ-ის მუდმივი მოქალაქეობა მოეპოვებინა. თუმცა მიიღო ქმარი, რომელიც მისგან სადილების მომზადებასა და ტანსაცმლის დარეცხვას ითხოვდა. დომინიკამ მოქალაქეობის მიღებიდან მალევე დატოვა ჰაუსი.

ის მასაჟისტად მუშაობს. ჰაუსისგან განსხვავებით, დომინიკა მეგობრული, კეთილი და მხიარულია. მას ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს. გასაკვირია, მაგრამ პეტროვასა და ჰაუსს ბევრი რამის კეთება მოსწონთ ერთად და ბევრ საკითხზე აზრთა თანხვედრა აქვთ. დომინიკა საკმაოდ ათლეტურია და 80-იანი წლების მუსიკაზე აერობიკა მისი საყვარელი გასართობია. ის ჰაუსის მსგავსად გონიერი არაა, თუმცა წარმოსახვისა და სწრაფად აზროვნების კარგი უნარი აქვს.

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDშ-ზე.