სერიალ "ექიმი ჰაუსის" ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები 2 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სერიალ "ექიმი ჰაუსის" ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები 2

ეიფორია, ნაწილი 1 და 2, სეზონი 2, ეპიზოდები 20 და 21

ეს არის სერიალის პირველი ორ ნაწილიანი ეპიზოდი. სადაც მთავარი პერსონაჟია პოლიციელი, რომლის ინფექციისგან განკურნებას სამედიცინო გუნდი ცდილობს. თუმცა ამასობაში მისი ინფექცია ექიმ ფორმანსაც შეხვდება. პირველი ნაწილის დასასრულს პოლიციელი გარდაიცვლება. მეორე ეპიზოდში კი ექიმი ჰაუსი დაავადების სწორ დიაგნოზს დასვამს და ფორმანის გადარჩენას მოახერხებს.

უმიზეზოდ, სეზონი 2, ეპიზოდი 24

ეპიზოდი "უმიზეზოდ" არის მეორე სეზონის დასასრული. ამ სერიაში პაციენტი ჰაუსს იარაღს ესვრის. გონს მოსული გრეგორი აღმოჩენს, რომ პალატაში იმ ადამიანთან ერთად წევს, ვინც ესროლა. ნელ-ნელა კი გააცნობიერებს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ეგონა. ჰაუსს ჰალუცინაციები ეწყება, რომლის მიხედვითაც ხვდება, რომ ამ კაცის მეუღლე ჰაუსის პაციენტი იყო. მის მიერ დასმულმა დიაგნოზმა კი ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

თამაშები, სეზონი 4, ეპიზოდი 9

ამ ეპიზოდში ჰაუსი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დარჩება მის გუნდში და ვინ არა. ეპიზოდი ჯერემი რენერის მუსიკალური სცენით იწყება. ამ ეპიზოდში სცენები განსაკუთრებით მძაფრადაა გადმოცემული, რასაც კიდევ განსაკუთრებულ ელფერს სძენს მუსიკა. ეპიზოდის ბოლოს წუთებს შესანიშნავი მელოდია მიყვება ფონად, რომელიც თვითონ ჰიუ ლორის მიერ არის შესრულებული.

ჰაუსის თავი/უილსონის გული, სეზონი 4, ეპიზოდები 15 და 16

ეს ორი ეპიზოდი მეოთხე სეზონის დასასრულია. ჰაუსი ავტობუსით ავარიაში მოყვება და მეხსიერებას დაკარგავს. თუმცა მას ახსოვს, რომ ამ ავტობუსის მგზავრებიდან რომელიღაც კვდება. ეს ეპიზოდი ნათელ სურათს იძლევა იმისა, თუ როგორ მუშაობს ჰაუსის ტვინი. მეორე ეპიზოდი - "უილსონის გული" კი მათ მეგობრობას წარმოაჩენს. ამ სერიაში ჰაუსი უილსონის მეგობარ გოგონას ამბერ ვოლაკისს განკურნავს.

გატეხილი, ნაწილი 1 და 2, სეზონი 6, ეპიზოდები 1 და 2

გატეხილი, ასევე, ორ ნაწილიანი ეპიზოდია. ამ ეპიზოდებში ექიმი ჰაუსი Mayfield Psychiatric Hospital-შია, სადაც ვიკოდინის მიმართ დამოკიდებულებას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის. კლინიკაში ჰაუსი შეხვდება ლიდიას, ერთ-ერთი პაციენტის რძალს, რომელიც შეუყვარდება. ეს ორი ეპიზოდი პატარა ფილმს გავს და განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა.

ყველა კვდება, სეზონი 8, ეპიზოდი 22

ეს არის სერიალის ერთ-ერთი ნამდვილად საუკეთესო ეპიზოდი. ექიმი ჰაუსი მიტოვებულ შენობაშია, რომელშიც მისი ძველი პაციენტის გვამია. შენობა იწვის, გრეგორი კი მის დატოვებას არ აპირებს. პაციენტსა და მის დიაგნოზთან დაკავშირებით ჰაუსი და მისი ქვეცნობიერი ერთმანეთს ებრძვიან. უილსონი და ჩეისი ჰაუსს ეძებენ. სწორედ იმ მომენტში, როცა კოლეგები მიტოვებულ შენობას მიაღწევენ, ის ჩამოინგრევა. გრეგორი მკვდარი გონიათ, თუმცა მოგვიანებით მას ცოცხალს იპოვნიან.

თქვენთვის საუკეთესო ეპიზოდების აღმოსაჩენად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.