ექიმობა, რომელიც კოშმარს ემსგავსება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმობა, რომელიც კოშმარს ემსგავსება

250 000 ფუნტი იყო და მან 2 ოქროს გლობუსიც მიიღო.

მსახიობი ოცნებობდა, რომ ყოველდღიური რეალობიდან გაქცევა რამდენიმე დღით მაინც შესძლებოდა. პოპულარობის პიკზე ჰიუ ლორის მოუწია, რომ მანქანის შუშები დაებურა. "ჩემს საყვარელ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაშიც ვეღარ დავდივარ, დავიღალე იმით, რომ ყველა ჩემს კალათას უყურებს, ფოტოებს უღებენ, აინტერესებთ, რას ვყიდულობ," - ამბობს ის.

"ამ გადმოსახედიდან აბსურდულად ჟღერს. ბევრს გაუკვირდება, რატომ შეიძლება ძნელი ყოფილიყო ასეთ კარგ ჯგუფთან ერთად მუშაობა და რა იყო ასეთი რთული, მაგრამ დამერწმუნეთ, რუტინული საქმიანობა ძალიან ძნელია. ერთმანეთს მიყვება, თვეები, დღეები, წლები და ეს ყველაფერი ღამის კოშმარს ემსგავსება. ხშირად მქონდა პერიოდი, როცა გამოსავალსაც ვეღარ ვპოულობდი. თუმცა ვიცოდი, რომ არ უნდა დამეგვიანებინა რეპეტიციაზე და გადაღების ერთი დღეც არ უნდა გამეცდინა. იყო პერიოდები, როდესაც ვფიქრობდი, რომ რა იქნება ახლა გზად ავარიაში მოვყვე. ასე ხომ საშუალება მექნება რამდენიმე დღით მაინც დავისვენო," - თქვა მსახიობმა სერიალის ფინალური სერიის გამოსვლის შემდეგ.

სერიალის გადაღების დროს ჰიუ ლორი ლოს-ანჟელესში ცხოვრობდა. მისი მეუღლე და სამი შვილი კი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში დარჩნენ.

კითხვაზე რთული იყო თუ არა სერიალის დამთავრების შემდეგ სამშობლოში ოჯახთან დაბრუნება, ჰიუმ უპასუხა, რომ დიახ, მაგრამ ეს, ალბათ, მისი ოჯახისთვის უფრო რთული იქნებოდა.

"მშვენიერი გრძნობაა, რომ კვლავ ჩემი ოჯახის წევრებთან ვარ, ძაღლს ვასეირნებ, მუსიკას ვუსმენ და წიგნს ვკითხულობ. ბედნიერი ვარ ამით," - თქვა მან.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჰიუ აღნიშნავდა, რომ გარკვეული პერიოდი მაინც მას უნდოდა საქმის კეთება, რომლის დროსაც საკუთარი ტანსაცმლის ტარებას შეძლებდა. მისი თქმით, ძალიან რთულია, როდესაც ყოველ დღე მიდიხარ სამსახურში და შენ შენ არ ხარ.

"ვეცდები ჩემ ცხოვრებას დავუბრუნდე. არ ვიცი როდის და რომელ როლს მოვრგებ. თუმცა ახლა რომ არჩევდნენ, გრეგორი ჰაუსის როლის შემსრულებელ მსახიობს, ჩემს კანდიდატურაზე ალბათ თავს გააქნევდნენ. ჰაუსი ჩემს რეალურ ასაკზე უმცროსია და თან სერიალის გადაღების პერიოდში ბევრი დრო გავიდა. ახლა ამ როლზე, ალბათ, აღარ დამამტკიცებდნენ," - თქვა ჰიუ ლორიმ.

არ დაგავიწყდეთ ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDშ-ზე.