ღიმილი და მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღიმილი და მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები

ღიმილის ბიოლოგიას თუ განვიხილავთ, ის უპირველესად ტვინში მიმდინარე პროცესია - ყველაფერი იწყება ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომლის უკანა ნაწილის აგზნება საპირისპირო რეაქციას, უკმაყოფილებას იწვევს) წინა ნაწილის აგზნებით; აქედან ნერვული იმპულსები გადაეცემა ლიმბურ სისტემას, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი, ამ დროს კუნთების ტონუსი სუსტდება და სახე კმაყოფილ გამომეტყველებას იღებს.

ღიმილის საერთაშორისო დღე მსოფ ლიო დღესასწაულია

ამ დღესასწაულის დამკვიდრებას ჩვენი პლანეტა ნიჭიერ ამერიკელ მხატვარს - ჰარვი ბელს (Harvey Ball) უნდა უმადლოდეს. კრიტიკოსები მას პრაქტიკულად ვერ ამჩნევდნენ და, შესაბამისად, მისი სახელი არავისთვის იყო ცნობილი. ეს, ალბათ, დღემდე ასე იქნებოდა, რომ არა 1963 წელს ამერიკის ერთ-ერთი სადაზღვევო ფირმის - “State Mutual Life Assurance Company of America” - თხოვნა-მიმართვა მხატვრისადმი, მოეფიქრებინა და შეექმნა ადვილად დასამახსოვრებელი ლოგოტიპი - კომპანიის სავიზიტო ბარათი. ჰარვი ბელმა სწრაფადვე შესთავაზა მონახაზი, რომელშიც მას მხოლოდ 50 დოლარამდე გადაუხადეს. მხატვარმა კომპანიას დაუხატა ის, რასაც დღეს ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი უშეცდომოდ “სმაილიკს” - “ღიმილუკას” უწოდებს. კომპანიამ უმალვე დაამზადა სამკერდე ნიშნები ახალი ლოგოტიპით და ყველა თანამშრომელს დაურიგა. წარმატება ისეთი გრანდიოზული იყო, რომ რამდენიმე თვეში “მოღიმარი სახე” კლიენტებს არა მხოლოდ სამკერდე თუ სხვა ნიშნებიდან, არამედ სავიზიტო ბარათებიდან და ასანთის კოლოფებიდანაც კი უღიმოდა. მოკლედ, კომპანია “ღიმილუკათი” თავს ყველგან და ყველასთან იწონებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში “სმაილიკიანი” საფოსტო მარკებიც კი გამოუშვეს. ჰარვი ბელი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ის მიხვდა, რომ მისი ქმნილება დროს ნამდვილად გაუძლებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვარმა აღნიშნა: “კაცობრიობისა და ხელოვნების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა სამუშაო, რომელიც ასეთ ფართო აღიარებას პოვებდა, ამდენ ბედნიერებას, სიხარულსა და კმაყოფილებას მოიტანდა. ჯერ არაფერი გაკეთებულა ასე მარტივად, რაც მთავარია, ყველასთვის გასაგებად”.

1999 წლის 1-ელ ოქტომბერს, მხატვრის ინიციატივით, პირველად იზეიმეს “ღიმილის საერთაშორისო დღე”. დღესასწაულის ენთუზიასტი ბელი ფიქრობდა, რომ ეს დღე აუცილებლად უნდა მისძღვნოდა კარგ განწყობას.

“ღიმილუკას” შექმნის დეტალური ისტორია

1960 წლის დასაწყისში ამერიკაში მსხვილი სადაზღვევო კომპანიების შერწყმის პროცესი დაიწყო. ის მწვავედ მიმდინარეობდა და ძალზე მძიმედ აისახა კომპანიების თანამშრომლებზე. ისინი გაღიზიანებულები, დაღონებულები და დაბნეულები მუშაობდნენ. მაშინ ერთ-ერთი კომპანიის (“State Mutual Life Assurance Company of America”) წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რამენაირად აემაღლებინათ დასაქმებულთა “საბრძოლო სულისკვეთება”, ეიძულებინათ ისინი გაეღიმათ კლიენტებისათვის, თანაც გაეღიმათ ყოველ წამს, ნებისმიერ მომენტში - დოკუმენტებთან მუშაობისა თუ ტელეფონზე საუბრისას. მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ჩვეულებრივი სარეკლამო აქცია, რომელსაც მკვეთრად გამოხატული და ადვილად დასამახსოვრებელი სიმბოლო ექნებოდა. სწორედ ასეთი სიმბოლოს შესაქმნელად მიაკითხეს ჰარვი ბელს. როგორც შემდგომ მხატვარმა აღიარა, სიმბოლოს შესაქმნელად მას სულ 10-ოდე წუთი დაეხარჯა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისთვის მას 50 დოლარამდე გადაუხადეს. ეს იყო მთელი გასამრჯელო, რაც კი ბელს ასეთი პოპულარული “სმაილიკისთვის” ერგო. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია! მხატვარს არც კი უნდოდა საკუთარი შედევრის სავაჭრო მარკად დარეგისტრირება, არც კი იცავდა თავის საავტორო უფლებას. როგორც მისი ვაჟი, ჩარლზ ბელი, აცხადებს: “მამა ამას არასდროს ნანობდა, მას არ შეეძლო ფულთან ურთიერთობა. ასეთი უბრალო გამოთქმა ჰქონდა - “ერთბაშად მხოლოდ ერთი ბიფშტექსის ჭამა შემიძლია, ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის მართვა კი - არა”.

მსოფლიოსთვის “ღიმილუკა” რეალურად ცნობილი გახდა მხოლოდ 1970 წელს, როდესაც ესპანელმა ძმებმა მას სლოგანი - “Have a Happy Day” მოუგონეს. “ღიმილუკა” ასეთი დევიზით უმალ იქცა ჰიტად და სწრაფადვე გაჩნდა ემბლემებზე, ღია ბარათებზე, მაისურებსა და სწრაფგასაყიდ ნებისმიერ პროდუქციაზე. სამწუხაროდ, საავტორო უფლებებზე კვლავინდებურად არავინ ფიქრობდა.

1971 წელს ფრანგმა ფრანკლინ ლოუფრანიმ “მოღიმარი სახე” სავაჭრო მარკად 80-ზე მეტ ქვეყანაში დაარეგისტრირა. ლოუფრანი ამტკიცებდა, რომ “სმაილიკი” მან შექმნა 1968 წელს პარიზში. აღსანიშნავია, რომ ფრანკლინი არ გახლდათ ბელის ქმნილების ერთადერთი მიმთვისებელი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფრისაგან დაღლილმა ბელმა დაარეგისტრირა “ღიმილუკას” მისეული ვერსია, რომელსაც თავისი ინიციალებიც ჩაურთო. ჰარვი ბელმა საბოლოოდ განსაზღვრა საკუთარი მისია დედამიწაზე, ის თავს ბედნიერების მსოფლიო ელჩად აღიქვამდა. როგორც უკვე ვთქვით, ღიმილის საერთაშორისო დღესასწაულიც კი დაამკვიდრა. მიაჩნდა, რომ ეს დღე ამაღლებულ განწყობასა და კეთილ საქმეებს უნდა მისძღვნოდა და წარმართულიყო დევიზით: “აკეთეთ სიკეთე, დაეხმარეთ ერთი გაღიმებით!” ჰარვი ბელი ბედნიერი ადამიანი იყო. ის 2001 წლის 12 აპრილს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის მიერ დაარსებულ მსოფლიო ღიმილის კორპორაციას (World Smile Corporation) დღეს მისი ვაჟი, ჩარლზი, ხელმძღვანელობს. კორპორაციის მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას ხმარდება. როგორც ბელი უმცროსი აღნიშნავს: “ჩვენ მთელი მსოფლიოს ბავშვებს ვეხმარებით. სამწუხაროა, რომ არც ერთი სხვა კორპორაცია, რომელიც “სმაილიკებს” იყენებს, ამას არ აკეთებს!”