გელოტოლოგია - მოძღვრება სიცილის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გელოტოლოგია - მოძღვრება სიცილის შესახებ

ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ იღბლიანმა ექსპერიმენტატორმა სიცილით თერაპიის შესაძლებლობათა შემსწავლელი კათედრა ჩამოაყალიბა და მეტად საინტერესო გამოკვლევები და დაკვირვებები ჩაატარა. სადღეისოდ გელოტოლოგია ანუ სიცილოთერაპია ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გელოტოლოგების რჩევით, პაციენტები თავს ირთობენ (და მკურნალობის არსიც სწორედ ეს არის) იუმორისტული გადაცემებითა და კომედიური ჟანრის ფილმებით. მათივე რეკომენდაციით, რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების სასაცილო ეპიზოდები. გელოტოლოგების აზრით, სამკურნალო ეფექტი აქვს სხვისი სიცილის მოსმენასაც. არ დაიჯერებთ და დეპრესიულ დაავადებათა წინააღმდეგ მებრძოლმა ავსტრიულმა ასოციაციამ სამკურნალო კომპაქტდისკიც კი გამოუშვა. ამ დისკზე გამოჩენილ ადამიანთა: მომღერლების, ოლიმპიური ჩემპიონების, მსახიობების სიცილია ჩაწერილი. ეს საზოგადოება, რომლის წევრებიც ექიმები, ფიზიოლოგები, ნევროლოგები და ჟურნალისტები არიან, ირწმუნება, რომ დისკი სერიოზული მეცნიერული შრომის ნაყოფია.

“სამედიცინო ჯამბაზი”

არსებობს სიცილით თერაპიის კიდევ ერთი მიმართულება - “სამედიცინო ჯამბაზის” ინსტიტუტი. ის 80-იან წლებში დაფუძნდა. ამის მოთავე კი ამერიკული ცირკის, “Big Apple Circus”-ის ხელმძღვანელი მაილ კრისტენსენი გახლდათ. ბოსტონის ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გამოსვლის შემდეგ კრისტენსენმა გადაწყვიტა, საგანგებოდ სამედიცინო დაწესებულებებისათვის “სასწრაფო დახმარების ჯამბაზთა” ჯგუფი შეექმნა. თეთრსამოსიანი (საავადმყოფოს ეტიკეტი რომ არ დაერღვიათ) ჯამბაზები კლინიკებში დადიოდნენ და ტაკიმასხარაობითა და ექიმების გაჯავრებით ართობდნენ ბავშვებს. კრისტენსენის ჯგუფში თავდაპირველად სულ 10 ადამიანი იყო, დღეს კი ათობით შტატსა და ქვეყანაში “სასწრაფო დახმარების ჯამბაზთა” უამრავი ბრიგადა მუშაობს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისრაელში ოფიციალურადაც კი გამოყვეს ვიწრო სპეციალობა - “სამედიცინო ჯამბაზი”. თუ გსურთ, ამ სპეციალობას დაეუფლოთ, ქალაქ ცრიფინში, Aსსაფ Xაროფეს საავადმყოფოში, ნახევარწლიანი კურსები უნდა გაიაროთ.

სიცილის იოგა

სიცილით თერაპიის მესამე მიმართულებაა “სიცილის იოგა”. მისი ფუძემდებელია ბომბეელი დოქტორი მადან კაატრია, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე მსხვილ კორპორაციაში სიცილოთერაპიის სწავლება დანერგა. კაატრიას მთავარი იდეა ასეთი გახლავთ: ასწავლოს ადამიანს ბუნებრივად, იოლად და ხშირად სიცილი. და ახლა, თამამად შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში “სიცილის იოგას” ბუმია! ბოლო წლებში საფრანგეთში სიცილის ოცდაათამდე კლუბი დაარსდა, გერმანიაში - ორმოცზე მეტი. ევროპასა და ამერიკაში სულ 800-მდე ასეთი კლუბია. ყოველ მსურველს სულ რაღაც 3-5 ევროდ შეუძლია კაატრიას მეთოდით მოწყობილ სიცილის სეანსში მონაწილეობა. აქ მიღებული მუხტი მთელი კვირა გეყოფათ.

სიცილს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი გავლენა მართლაც აქვს და ეს დიდი ხანია ცნობილია. ჯერ ერთი, იგი შესანიშნავი “მასაჟია” - ამ დროს მოძრაობს მხრის, გულმკერდის კუნთები, ვიბრირებს დიაფრაგმა, ხშირდება გულისცემა, იცვლება სუნთქვის სიხშირე, სიღრმე და ტიპი, იმატებს სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ფიზიოლოგიურ პარამეტრთა ეს ცვლილებები და მათი სამკურნალო ეფექტი ერთ-ერთმა პირველმა ამერიკელმა ნევროლოგმა - უილიამ ფრაიმ შეისწავლა. მისი “საცდელი ბოცვრები” საერთო საცხოვრებლის სტუდენტები იყვნენ. ფრაი მათ ანეკდოტებს უყვებოდა, მერე კი მათი ორგანიზმის მახასიათებლებს აფასებდა. სისხლის ანალიზსაც კი უკეთებდა, და აი, გულმოდგინე დაკვირვებისა და გამოკვლევის შემდეგ ნევროლოგმა დაადგინა, რომ სიცილის დროს სისხლში მატულობს ანტისხეულების რიცხვი, მაშასადამე იზრდება დაავადებებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, სტრესულ ჰორმონთა (ადრენალინის, პროლაქტინის) გამოთავისუფლება მცირდება და ძლიერდება ენდორფინების - ენდოგენური მორფინების გამოყოფა. ისინი კი, მოგეხსენებათ, ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით გამოირჩევა და ეიფორიის სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

ასე რომ, ნუ დასცინებთ სიცილოთერაპიას, უბრალოდ, იცინეთ! გელოტოლოგია - მოძღვრება სიცილის შესახებ