ფერთა ენერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერთა ენერგია

ჩვენს სხეულს ხშირად უჩნდება ერთი კონკრეტული ფერის მოთხოვნილება. გარემომცველი ფერები ზემოქმედებენ ჩვენს განწყობილებაზე, გრძნობებზე და კურნების უნარიც კი გააჩნიათ.

წითელი - ეს ფერი ზრდის შინაგან ენერგიას, ლიბიდოს (სქესობრივ ლტოლვას) და სექსუალობას. ეხმარება სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას;

ნარინჯისფერი - გვეხმარება დაღლილობის, უგუნებობის, დეპრესიის, შფოთისა და შიშის (მაგალითად, გამოცდის წინ) დაძლევაში.

ყვითელი - ზრდის ყურადღების კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და მეხსიერებას. ითვლება, რომ მას კეთილისმყოფელი გავლენა აქვს ღვიძლის მუშაობის დარღვევისას.

მწვანე - ხელს უწყობს გულის რიტმულ მუშაობას, ასვენებს თვალებს, აქვს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. სასარგებლოა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას, თავბრუხვევისა და ნევროზების შემთხვევაში.

ცისფერი - ამშვიდებს, ამაღლებს იმუნიტეტს, ანელებს ანთებით პროცესსა და წვის შეგრძნებას (მაგ. მზით დამწვრობისას), ამცირებს ყელის ტკივილს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე.

ლურჯი - ეხმარება უძილობის დაძლევაში, იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას, ხსნის დაძაბულობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს სუნთქვას, კოლოროთერაპიის (ფერით მკურნალობის) სპეციალისტები ლურჯ ფერს გამორჩეულად ურჩევენ ქალბატონებს მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და კლიმაქტერიულ ასაკში.

იისფერი - აძლიერებს ინტუიციას, არეგულირებს ლიმფური სისტემის მდგომარეობას, ეხმარება შაკიკის დროს.

ფერით მკურნალობის უმარტივესი სეანსი:

  • შეგცივდათ? ჩაიცვით წითელი სვიტერი, წითელი წინდები და უფრო სწრაფად გათბებით, ვიდრე თეთრ ან ცისფერ ტანსაცმელში. ეს უკანასკნელნი ხომ ცივ წყალსა და თოვლთან ასოცირდებიან.
  • პარტნიორს გაუნელდა ვნება? ლოგინისთვის ალისფერი თეთრეული შეარჩიეთ.
  • ცუდ ფეხზე ადექით? საუზმეზე მიირთვით სტაფილოს ან ფორთოხლის წვენი, მხრებზე მოისხით ნარინჯისფერი შარფი და გუნება-განწყობილებაც უმალ გამოგისწორდებათ.
  • არ გეძინებათ? ბალიშს ლურჯი ან მუქი ცისფერი პირი გადააკარით, საძინებელ ოთახში დადგით ლამფა ცისფერი აბაჟურით და... ძილი ნებისა!
  • ფიქრი არ გასვენებთ? პრობლემები მოგეძალათ? გაისეირნეთ ტყეში ან მიბაძეთ ბრძენ არაბებს - დაჟინებით დააცქერდით ზურმუხტს ან მის მსგავს ქვას. მწვანე ფერი დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და რთული ამოცანების გადაჭრაში.

მივმართოთ ფერთა ენერგიას!

მოხერხებულად მოეწყვეთ საწოლზე (უმჯობესია ზურგზე დაწვეთ) ან სკამზე (ფეხების გადაუჭდობლად). ისუნთქეთ მშვიდად, რიტმულად, წარმოისახეთ განსაკუთრებით სასიამოვნო სურათი: ზღვის სანაპირო, ლამაზი მდელო... ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მკაფიო ფერის მაცოცხლებელი ნაკადი მზის სხივთა კონასავით გეცემათ მკერდზე და გეღვრებათ მთელ სხეულში. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, წარმოიდგინეთ კონკრეტული ფერი, რომელსაც გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს და წარმოსახვით “დაავადებული ადგილისკენ” მიმართეთ.

იცხოვრეთ ფერთა სიუხვეში და აღარც ცხოვრება იქნება უფერული და მოსაწყენი!